კულინარიული კითხვა მაქვს
2013-12-26, 4:38 PM
დაამატა: otiko-eredvi |
ნანახია: 1361 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2 kala  
0 Spam
ეს ლინკი ნახე სრულადაა აღწერილი: http://www.kulinaria.ge/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A1 -%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98.html

1 TT  
0 Spam
1. გარეცხეთ ყვავილოვანი კომბოსტო და დაანაწევრეთ ღეროებად. ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში.

2. ამასობაში ერთად გაატარეთ ნიგოზი და ნიორი ხორცსაკეპ მანქანაში. მოათავსეთ ჯამში და ჩაუმატეთ მიხაკი, დარიჩინი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, ხმელი ქინძი, წითელი წიწაკა და მარილი. ეს ყველაფერი კარგად შეურიეთ ერთმანეთს. ჩაუმატეთ ძმარი და გაციებული ანადუღარი წყალიც მაშინთვე. მუდმივად ურიეთ და თან უმატეთ წყალი მანამ, სანამ თხელი არაჟნის სისქის მასას არ მიიღებთ.

3. დაჭერით ხახვი თხელ რგოლებად და საშუალო ცეცხლზე შეწვით ზეთში, სანამ არ შეყავისფერდება. შემდეგ ჩაუმატეთ მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო და შეწვით დამატებით 5 წუთით. თან დროგამოშვებით ურიეთ.

4. ხახვში მომზადებულ ყვავილოვანი კომბოსტოს მოასხით ნიგვზიანი მასა, აცალეთ კარგად გაცივება და გემრიელად მიირთვით!

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]