გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » თებერვალი » 26 » “ჩამო–კვეთილი”, ანუ აქა ამბავი ტაო-კლარჯეთში მოგზაურობისა
12:02 PM
“ჩამო–კვეთილი”, ანუ აქა ამბავი ტაო-კლარჯეთში მოგზაურობისა






ერთი ჩვეულებრივი თბილისური დილა. ჩვეულებრივი, მაგრამ არა იმ 36 ადამიანისთვის, რომლებიც წინასწარ დათქმულ ადგილისკენ თბილისის სხვადასხვა უბნიდან მოემართებოდა.

ჯერ არ ვიცოდით რა გველოდა წინ. წინ იყო გზა… გრძელი??? არა! რთული??? არა! რთული, რომ არ იყო ესეც ვიცოდით. უბრალოდ გველოდა გზა რომელზედაც წინდაწინვე უამრავი კითხვის ნიშანი ჩაგვემწკრივებინა თითოეულ ჩვენთაგანს ჩვენსავე გონებაში. რამდენჯერ შემხვედრია კითხვა კროსვორდში: საქართველოს ისტორიული მხარე? და სამი ცარიელი უჯრა. ცარიელი კვადრატები! რამდენჯერ მიძებნია საქართველოს რუქაზე ეს სამი ასო! ტაო! ტაო! ტაო! ვერ მიპოვნია! ისევ მიძებნია! და ისევ… და ისევ … ბოლოს გამიგია რომ აღარ გვქონია ის რაც გვქონია და … მახსენდებოდა სიტყვა: “ისტორიული” .

ყორნებს? არა! სვავებს? არც სვავებს არ წაუღიათ! “წაღება”? “წაღება” ვთქვი? მომიტევეთ. გამოგლეჯა უნდა მეთქვა. ან თუნდაც ჩამო-კვეთა! “ჩამო” — და იმ დილით სწორედ იქ ჩასასვლელად ვიკრიბებოდით.

შევიკრიბეთ და შევუდექით გზას.
“ფანტასტიური” – მოკლედ და ლაკონურად ასე შეიძლება ამ სევდიანი მოგზაურობის შეფასება, რომელმაც აუწონავ სიხარულთან და ემოციებთან ერთად დიდი ნაღველიც დაგვიტოვა, რადგან საქართველოს ტკივილი იქ ყველამ საკუთარ თავზე ვიწვნიეთ. ერთის მხრივ, გვიხაროდა იმ დიდებული, არქიტექტურულად, თუ ძალმოსილებით ბრწყინვალე ტაძრების ხილვა, მაგრამ ხასიათს მათი სავალალო დღევანდელობა გვიფუჭებდა. კიდევ, ჩვენი უსუსურობის შეგრძნება…

ყველა ამაღლებულ განწყობაზე ვიყავით. სწრაფად გავიარეთ ვალემდე გზა და გადავედით “ნანატრ საქართველოში?!
ვალედან გადასულებმა გავიარეთ ერუშეთი, არტაანი, კოლა და ტაო.მისი გოროზი ბუნება სრულად ამართლებს გამოთქმას – “ბებერი ტაო”. ავტობუსიდან შევათვალიერეთ ჯაყელთა საგვარეულო *ჯაყის ციხე*, მერე – ყველის ციხეც და ავედით ბანაზე.

... .... ...

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 758 | დაამატა: nikucha | ტეგები: მოგზაურობა, travel, Tao, ამბები წარსულიდან, Turkey, ტაო-კლარჯეთი, tao-klarjeti | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...