12:46 PM
მიშა მესხი – როგორც იქნა, გავიღვიძე, ჯიგრებო!..
www.auf.ge -
მსახიობი მიშა მესხი ბოლო დროინდელ კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“როგორც იქნა ჯიგრებო გავიღვიძე, ძალიან დამწყდა გული რომ ოქროს ბიჭი ვერ ჩამოგიტანეთ, მაგრამ რას იზამ ცხოვრებაა ასეთი, ხან გაგიმართლებს, ხან ვერა. ძალიან მიყვარხართ, არვიცი ბოდიში მოსახდელია თუ არა, მაგრამ ცხოვრებაში ყველაზე მეტად მინდოდა გამეხარებინა ჩემი ერი, როგორც ბაბუაჩემი ახარებდა ჩვენს პატარა ერს, ანდა თუნდაც როგორც იყო ჩვენი დინამოს 1981 წლის თასების გამარჯვების დროს, რადგან მე ყოველთვის ვთვლიდი და ვთვლი, რომ ჩვენს სამმილიონიან ქვეყანაში, თუნდაც ერთი კაცის გამარჯვება ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა. ვეცდებით, რომ შემდეგში ჩამოგიტანოთ ეს ოქროს ბიჭი”, – წერს მესხი სოციალურ ქსელში.


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 924 | დაამატა: nikucha | ტეგები: oqros globusi da oskari, mandarinebi, ოქროს გლობუსი, misha mesxi, მიშა მესხი, გამარჯვება, misha meskhi, მანდარინები, ოსკარი, ზაზა ურუშაძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]