გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » თებერვალი » 26 » შალვა ნათელაშვილის ცოლმა გაუფასურებულ ლარს ლექსი მიუძღვნა - "გემუდარები, ძამიკო, ეგებ, ცოტათი დაიკლო"
12:53 PM
შალვა ნათელაშვილის ცოლმა გაუფასურებულ ლარს ლექსი მიუძღვნა - "გემუდარები, ძამიკო, ეგებ, ცოტათი დაიკლო"






შალვა ნათელაშვილის მეუღლე, ბელა ალანია, ლარის დევალვაციის პროცესს შემოქმედებითად ეხმიანება. ბელა ალანიამ ლარს ლექსი დაუწერა.

"მართალია, სახუმაროდ არ გვაქვს საქმე, მაგრამ ხომ არ დავიხოცებით დარდში, შევძახოთ ჩვენს ლარიკოს, ეგებ გამხნევდეს
*
ლარიკო, ჩემო ლარიკო,
დოლარმა, ნახე, რა გიყო?
ჩამოვჯდეთ, გამოვიტიროთ,
მოდი, დარდები გავიყოთ.

ეკომონიკას დანდობა,
არა სცოდნია, გავიგოთ,
განა, ასეთი რა მოხდა,
განა, ასეთი რა იყო?

იცოდე, უნდა დაგვინდო,
ძალიან მინდა გაგვიგო,
გემუდარები, ძამიკო,
ეგებ, ცოტათი დაიკლო", - წერს ბელა ალანია.

შეგახსენებთ, რომ უახლესი მონაცემებით, ერთი აშშ დოლარის ღირებულება კომერციულ ბანკებში 2.33-დან 2.37 ლარამდე მერყეობს.
"საქართველოს ბანკის" ვეგბვერდზე განთავსებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებლისთვის შესაძლებელია 2,34 ლარად, ხოლო გაყიდვა - 2,28 ლარად.
"თიბისი ბანკში" ერთი აშშ დოლარის შეძენა 2,339 ლარად არის შეძლებელი, ხოლო გაყიდვა - 2,281 ლარად.
"ლიბერთი ბანკში" 1 აშშ დოლარის ყიდვა 2,37 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო გაყიდვა - 2,24.
აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2.26 ლარი გახდა. ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში კიდევ გაუფასურდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დღეს დაადგინა - 2.2619 ლარი.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 999 | დაამატა: nikucha | ტეგები: შალვა ნათელაშვილი, leiboristuli partia, Lari, devalvacia, shalva natelashvili, ლარი, დევალვაცია, bela alania, ბელა ალანია, dolari | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...