გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » თებერვალი » 26 » 2 days in guria - georgia / 2 დღე გურიაში [ფოტორეპორტაჟი]
1:31 PM
2 days in guria - georgia / 2 დღე გურიაში [ფოტორეპორტაჟი]






სოფელში, სადაც ბაბუაჩემის სახლია (ქვ.სვანეთი, სოფ. სასაში) რამდენიმე მჟავე წყალია. იქ ასე უწოდებენ გაზიან მინერალურ წყალს: მჟავეა, შუშხუნა და გემრიელი. ზოგი წყალი კუჭს უხდება, ზოგი – თირკმელს, ზოგი კი რევმატიზმს და სახსრების ანთებას კურნავს აბაზანების სახით.

ჩემს სოფელში 6 წელია არ ვყოფილვარ, იქიდან ბოთლით ჩამოტანილ წყალს თბილისამდე, რა თქმა უნდა, ვერ მოყვება გაზი, რაც ასე აგემრიელებს, მაგრამ მაინც დიდი სიხარულია, თუ ვინმემ ხელს გამოაყოლა. ამიტომ, თბილისში იმ წყლის წყურვილს ნაბეღლავით ვიკლავ, რომელიც ყველაზე მეტად გავს ჩემი სოფლისას.

ჩემს ბევრ თანასოფლელს ჰქონდა იდეა, რომ წყლის კომერციალიზაცია მოეხდინათ. ერთი მხრივ ყველას გვინდა სასაშის (ან მუაშის – პატარა კურორტია სოფლის თავზე) მჟავე წყალი თბილისში, ბოთლით მოგვართვან. მეორე მხრივ კი ეს იმას ნიშნავს, რომ სოფელში წყალს ბაყბაყდევი დაეპატრონოს. ყველაზე მთავარი მიზეზი კი, რის გამოც ბიზნესიდეა არავინ განახორციელა, ადგილის ქალაქიდან სიშორე და წყლის მცირე მოცულობა იყო. ამის გამო, ყოველთვის მეგონა, რომ ბორჯომი და ნაბეღლავი მდინარეებად მოედინებოდა მათი წარმოშობის ადგილას, სანამ აი სულ 2 კვირის წინ ნაბეღლავში და თვითონ ნაბეღლავის წარმოებაში არ მოვხვდი Gepra-სა და თიკოს წყალობით.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ თიკომ ფეისბუქზე ფოტომოყვარულები მოიკითხა და საინტერესო მოგზაურობა შესთავაზა ნაბეღლავის ჩამოსხმის პროცესის ადგილზე სანახავად. ჩემი მოკრძალებული და უკვე ყავლგასული ფოტოტექნიკით ფოტომოყვარულებს ჯერჯერობით ვერ შევეჯიბრები, მაგრამ რატატუის ავტორებს ხომ არა მხოლოდ საჭმელი, არამედ სასმელიც გვაინტერესებს, ჰოდა თიკოს იდეით ძალიან მოვიხიბლე. ასე აღმოვჩნდი 2 დღით გურიაში: ნაბეღლავი-ბახმარო-ურეკი.

ჩემთვის თითქმის უცნობ ადამიანებთან ერთად გურიის გზას თბილისიდან დილის 7 საათზე გავუდექით, ხაშურში ყავა დავლიეთ და დილის 9 საათისთვის ჯარგვალშიც ვისადილეთ(!).

... ... ... ... ... ... ... ... ... ...

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 792 | დაამატა: nikucha | ტეგები: bakhmaro, გურია, photography, my photos, ნაბეღლავი, baxmaro babeglavi georgia, travel, guria saqartvelo, ბახმარო, nabeghlavi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...