1:55 PM ცხოვრების განმავლობაში ადამიანები იცვლებიან თუ არა? | |
მეორე თვეა ჩემს მშობლიურ ქალაქში დავბრუნდი საცხოვრებლად და თითქმის ყოველ დღე ვხვდები ხალხს, რომლებიც დიდი ხანია არ მინახავს. უმეტესობა მათგანი სულ სხვანაირი მეჩვენება, ამიტომ, ამ ბოლო დროს სულ იმაზე ვფიქრობ, იცვლებიან თუ არა ადამიანები. წლების წინ ერთ გოგოს ვიცნობდი, თუმცა არც ისე ახლოს. იყო ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი, ეცვა ფერადი ელასტიკები (მაშინ არავის ეცვა), დიდი საყურეები ეკეთა, სიგარეტს ეწეოდა (ესეც იშვიათი იყო მაშინ. ჩემს ირგვლივ მაინც). სწავლობდა გოეთეს ინსტიტუტში და ოცნებობდა გერმანიაში წასვლაზე. მოკლედ, ათას ადამიანში გამოირჩეოდა. გარედან საინტერესო ჩანდა, შინაგანად არ ვიცი, ასე კარგად არ ვიცნობდი. რამდენიმე დღის წინ შემხვდა. ერთმანეთს არ მივესალმეთ. არ ვიცი, თუ მიცნო. ეცავა ძალიან ჩვეულებრივი ჯინსის შარვალი, თმა ქონდა შეღებილი საშინლად. არაფერი ფერადი. ჩანდა საშინლად დაღლილი. მუშაობს სურსათის მაღაზიაში გამყიდველად. გული დამწყდა. როგორც ჩანს, გერმანიაში არ/ვერ წავიდა. ან წავიდა და ჩამოვიდა. არაფერი გამორჩეული და საინტერესო. იმ დღის შემდეგ სულ ვფიქრობ, ნეტა შინაგანადაც შეიცვალა? მგონია, რომ კი… მგონია, რომ მეც ვიცვლები, იმის შემდეგ, რაც საცხოვრებლად ჩემს მშობლიურ ქალაქში დავბრუნდი. ეეჰ, ექიმო ჰაუს, ადამიანები იცვლებიან… | |
|
სულ კომენტარები: 0 | |