ლევან ღვინჯილია ფეისბუქის მომხმარებლებს მიმართავს რომ დღეიდან ყველა ქართველმა ვწეროთ ქართული შრიფტით! - 26 თებერვალში 2015 - Social Mega Portal



Загрузка...
მთავარი » 2015 » თებერვალი » 26 » ლევან ღვინჯილია ფეისბუქის მომხმარებლებს მიმართავს რომ დღეიდან ყველა ქართველმა ვწეროთ ქართული შრიფტით!
2:02 PM
ლევან ღვინჯილია ფეისბუქის მომხმარებლებს მიმართავს რომ დღეიდან ყველა ქართველმა ვწეროთ ქართული შრიფტით!






ენათმეცნიერი, ლევან ღვინჯილია “ფეისბუქ” მომხმარებლებს ქართული შრიფტით სარგებლობისკენ მოუწოდებს და მიაჩნია, რომ აღნიშნული სოციალური ქსელით, ხელი შეეწყობა ქართული ანბანის პოპულარიზაციას, განსაკუთრებით უცხოელებისთვის.

იხილეთ ლევან ღვინჯილიას სტატუსი.

“ყოველთა ქართველთა საყურადღებოდ! უდავოა, რომ „ფბ“-მა ამ ბოლო დროს ძალუმად შემოაბიჯა ჩვენს ყოველდღიურობაში. ~ ეს ქსელი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება; ~ ჩვენდა საბედნიეროდ, იგი იძლევა საშუალებას, ერთმანეთთან წერილობითი ურთიერთობისას (ქართველებმა) გამოვიყენოთ ჩვენი უნიკალური ანბანი და ე.წ. „პოსტები“ ან კომენტარები ვწეროთ ქართულად. ~ ეს ბედნიერება, რომ წეროს მშობლიური ანბანით, 7 000 -მდე ეროვნებიდან, მხოლოდ 14-სა აქვს და მათ შორისაც ჩვენი ანბანი იმითაცაა გამორჩეული, რომ ყოველ ბგერას ცალკე ასო-ნიშანი გამოხატავს… ~ მეტს აღარ გავაგრძელებ და ყველას მოგიწოდებთ: შემოუერთდით ჩვენ მიერ წამოწყებულ აქციას და მასობრივად გადმოდით ქართულ ანბანზე, თანაც ისე, რომ ნურც თქვენს უცხოელ მეგობრებთან დაკარგავთ კონტაქტს; ~ თუ არ იცით, ეს როგორ უნდა მოახერხოთ, მოგვმართეთ და გასწავლით, ან ერთმანეთს გაუზიარეთ გამოცდილება. ~ მიხარია, რომ ამ მოძრაობას უერთდებიან აშშ-ში, საფრანგეთში, საბერძნეთში, ესპანეთსა და იტალიაში, ასევე რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე-ქართველები. ~ იმედია, არ დამჭირდება იმის მტკიცება, თუ რა მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო სოციალურ ქსელში ჩვენი ენისა და ანბანის სრულფასოვნად გამოყენების შესაძლებლობის სრულად ათვისებას. ~თითოეული თქვენგანის მიერ ფბ-ში საკუთარი სახელისა და გვარის ქართულად დაწერა ისევე უმნიშვნელოვანეს აუცილებლობად მიმაჩნია, როგორც საქართველოს გერბზე ქართული ანბანით გაკეთებული წარწერა – „ძ ა ლ ა ე რ თ ო ბ ა შ ი ა “; ~ მიუხედავდ იმისა, რომ ევროპელ და ამერიკელ ერებს უფრო გაუადვილდებოდათ მისი აღქმა, თუ დავწერდით -„DZALA ERTHOBASHIA”. ~ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან (გარდა საბერძნეთისა) არც ერთს, ვიმეორებ – არც ერთს არა აქვს საკუთარი ანბანი (მოგეხსენებათ, ლათინური დიდი ხნის მკვდარია, არადა, ქართულ ანბანს ის დროც “ახსოვს”, როცა ლათინური “ცოცხალი ენა” იყო!)……{ საჭიროების შესაბამისად შეგიძლიათ, ეს ტექსტი გაავრცელოთ მეგობართა შორის}.”
- წერს ბატონი ლევან ღვინჯილია.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 101 | დაამატა: nikucha | ტეგები: qartulad wera, ქართული შრიფტი, qartuli shrifti, ქართული ენა, levan gvinjilia, ენათმეცნიერი, ლევან ღვინჯილია, ქართულად წერა, qartulad tsera, enatmecnieri | რეიტინგი: 0.0/0

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: