რა მდგომარეობაში არიან ცნობილები, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ აღებული - "ასე თუ გაგრძელდა, კატასტროფამდე მივალთ" - 26 თებერვალში 2015 - Social Mega Portal



Загрузка...
მთავარი » 2015 » თებერვალი » 26 » რა მდგომარეობაში არიან ცნობილები, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ აღებული - "ასე თუ გაგრძელდა, კატასტროფამდე მივალთ"
2:24 PM
რა მდგომარეობაში არიან ცნობილები, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ აღებული - "ასე თუ გაგრძელდა, კატასტროფამდე მივალთ"






ლარის კურსის დევალვაციამ საზოგადოება პანიკაში ჩააგდო. ამბობენ, რომ ეროვნული ვალუტა კუპონის ბედს იზიარებს, მათთვის კი ვისაც სესხი და სხვა გადასახადები დოლარში აქვს გადასახდელი სამჯერ მეტი თანხის გადახდა უწევთ. Ambebi.ge ცნობილ ქართველებს დაუკავშირდა, აღმოჩნდა, რომ უმეტესობას სესხი ლარში აქვს აღებული, თუმცა გამონაკლისებიც არიან.

- ბატონო ზურა, სარგებლობთ თუ არა სესხით?
ზურა ყიფშიძე (მსახიობი):
- როგორც ყველას, მეც მაქვს აღებული სესხი დოლარში და შესაბამისად, გავხდი ამ პროცესის მსხვერპლი. არ ველოდი ასე თუ განვითარდებოდა მოვლენები ლართან მიმართებაში, მაგრამ ეს საერთო კრიზისი ყველას შეგვეხო.

- რისთვის დაგჭირდათ სესხის აღება?
- ეს ოჯახის სესხია, თავის დროზე რაღაც შეცდომების გამო ავიღეთ, ოჯახის სხვადასხვა წევრების, ჩემი, რემონტის და ა.შ. ვიხდი და ვიხდი. უკვე ცუდად არის საქმე. ბანკები კი აკეთებენ საქმეს, ყველას მოგება უნდა დარჩეს, მაგრამ ამოსუნთქვის საშუალება მოგვცენ. ჩემი აზრით, ალბათ უნდა დააკლონ ბანკებმა პროცენტი. ეს რთული საკითხია და ადვილად ვერავინ გაგცემთ პასუხს, ვერც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვერც მთლად პრეზიდენტი.

- სარგებლობთ თუ არა საბანკო სესხით?
გიორგი კორახაშვილი (ბიზნესმენი, ნინო ჩხეიძის ქმარი):
- სესხი სულ აქვს როგორც კომპანიებს, ასევე პირადიც, ასე რომ, რა თქმა უნდა, ლარის გაუფასურება ავტომატურად იწვევს ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფი ბიზნესის ბოლომდე დანგრევას, ასევე პირადი იპოთეკების ხელოვნურ გაძვირებას.

- დაახლოებით რა თანხა გაქვთ აღებული სესხის სახით?
- თავს შევიკავებ დაკონკრეტებისგან. დიდი თანხაა ნამდვილად. პირადი სესხი მაქვს "თიბისი ბანკში" დაახლოებით 100 000$-მდე.

- ელოდით, რომ ასე დაეცემოდა ლარის ფასი?
- რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო, როდესაც არ არსებობს ბიზნესის განვითარებისთვის მდგრადი და მშვიდი გარემო, როდესაც მომავლის განსაზღვრა შეუძლებელია, როდესაც სახელმწიფო უხეშად ერევა ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობაში, მოსალოდნელია ასეთი რყევები.

კახა მამულაშვილი (პროდუსერი):
- 7 წლის წინ ავიღეთ სესხი "საქართველოს ბანკში" სახლის ასაშენებლად. მერე ომი დაიწყო და შეჩერდა მშენებლობა. თავდაპირველად სესხი 20 პროცენტში გვქონდა აღებული, შემდეგ ბანკმა დაგვიკლო პროცენტი. რამ გამოიწვია ლარის გაუფასურება, ამას ვერ ვიტყვი, ჯობია ამის გამოსწორებაზე სპეციალისტებმა იზრუნონ და ისაუბრონ.

ანრი ჯოხაძე (მომღერალი):
- ვსარგებლობ დოლარში აღებული სესხით, რამდენიმე ათასი დოლარი ავიღე, საქმისთვის მჭირდებოდა და ძალიან ცოტა დამრჩა გადასახდელი.

- რა თანხა დაგრჩათ გადასახდელი?
- დაახლოებით ათას დოლარამდე დამრჩა გადასახდელი და ლარის დევალვაცია ნაკლებად შემეხო. ვისაც დიდი სესხი აქვს, მათზე უფრო აისახებოდა ეს. მე ჩემი ყველა საბანკო ანგარიში დოლარში გადავიყვანე, როგორც კი მივხვდი, რომ ლარი ძალას კარგავდა. გამიმართლა ფინანსურმა ალღომ. მხოლოდ შოუ-ბიზნესში არ მიმართლებს.

- დიდი დანაზოგი გაქვს?
- არც ისე ცოტა, რამდენიმე ათი ათასია ჩემი დანაზოგი.

ნინა წკრიალაშვილი:
- ზაფხულში დამჭირდა რაღაც თანხა და ავიღე სესხი დოლარში. გუშინ შევიტანე პროცენტი და მივხვდი, რომ ბევრი იყო გადასახდელი. კიდევ კარგი, დიდი თანხა არ არის, პატარა სამომხმარებლო სესხია და გადარჩენილი ვარ. ჩემს მეგობრებს სახლები აქვთ ნაყიდი ასე და გაგიჟებულები არიან. ოტიმისტი ვარ და გამოსავალს ყველაფერში ვხედავ. კატასტროფული მდგომარეობაა, ჩემს მეგობარს ყოველთვიურად 500
დოლარის შეტანა უწევს, დაახლოებით 800 ლარი შეჰქონდა და მითხრა, ახლა ათას ლარზე მეტი შემატანინესო. ასე თუ გაგრძელდა, კატასტროფამდე მივალთ.

- გაქვთ თუ არა სესხი აღებული დოლარში?
ზუზუ ბეჟაშვილი:
- კიდევ კარგი, სესხი დოლარში არ მაქვს აღებული. ბინის ქირას ვიხდი დოლარში. ყოველთვიურად 400 დოლარს მხოლოდ სახლში ვიხდი. როცა ვიქირავე, 600 ლარის გადახდა მიწევდა, ახლა კი 800 ლარს გადასცდა. კუპონი გახდა ლარი და ეს ძალიან მოქმედებს. იმედი და სურვილი მაქვს, რომ ლარის კურსი გაუმჯობესდება, მაგრამ პოზიტიური ამბავი დიდი ხანია არ მსმენია. ვეღარ ვუძლებ რაღაცებს, რადგან აბსოლუტურად დაუცველები ვართ. ხომ მშვიდობაა?! რაღაც ხომ უნდა გაგვიხარდეს და მოგვეწონოს?! ყველაზე მეტად იმან გამაღიზიანა, რომ ამბობენ, რომ ყველაფერი კარგად არისო... ამიხსენით, რა არის კარგად, როცა თვითგადარჩენაზე ვართ?

თამარ ბოჭორიშვილი

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 102 | დაამატა: nikucha | ტეგები: ცნობილები, ლარის კურსი, ანრი ჯოხაძე, ზუზუ ბეჟაშვილი, ნინა წკრიალაშვილი, ზურა ყიფშიძე, დევალვაცია, გიორგი კორახაშვილი, მამულიჩა | რეიტინგი: 0.0/0

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: