გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » თებერვალი » 26 » რამდენიმე საინტერესო საფეხბურთო ტენდენცია / safekhburto tendenciebi
7:16 PM
რამდენიმე საინტერესო საფეხბურთო ტენდენცია / safekhburto tendenciebi






რამდენიმე საინტერესო საფეხბურთო ტენდენციას შემოგთავაზებთ ამ პოსტში.

საინტერესოა, რომ დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარ მწვრთნელს იურგენ კლოპს (რომლის გვარი მხოლოდ 4 ასოსგან შედგება) ჩვევად აქვს რთულ სახელ-გვარიანი ფეხბურთელების ყიდვა.

ყიდვა თუ არა ვინც დახვდნენ გუნდში მათაც საკმარისად რთული სახელ-გვარები აქვთ. მართალია ქართული ენა (გერმანულიც) შეჩვეულია რთულ სიტყვებს, მაგრამ უცხოელებს და მეტადრე ინგლისელებს ძალიან უჭირთ მათი გამოთქმა.

გუნდის კარს იცავს რომან ვაინდენფელერი (ROMAN WEIDENFELLER), მარჯვნიდან პოლონელი ლუკას პიშჩეკი (LUKASZ PISZCZEK) დგას. პოლონელებს საერთოდ ახასიათებთ ენისმოსატეხი გვარები. რობერტ ლევანდოვსკიც (ROBERT LEWANDOwSKI) ხომ დორტმუნდში თამაშობდა და კიდევ უარესი იაკუბ ბლაშკივოვსკი (JAKUB BLASZCZYKOWSKI)… სასწაული გვარებია.

ჯერ სად ხართ: ყველგანმავალი კევინ გროსკროიცი (KEVIN GROSSKREUTZ) არ დაგვავიწყდეს.

გავიდა დრო და კლოპმა სომეხი ჰენრიკ მხითარიანი (HENRIKH MKHITARYAN) და გაბონელი პიერ-ემენიკე აუბამეიანგი (PIERRE-EMERICK AUBAMEYANG) დაიმატა…

თითქოს საკმარისი არ იყო… იურგენმა საკონტროლო გაისროლა როცა გუნდში

სოკრატის პაპასტატოპულოსი (Sokratis Papastathopoulos) მოიყვანა.

არადა ამ ფეხბურთელების გვერდით კი თამაშობ(დნ)ენ როისი, კელი, გიოტცე, დურმი, სარი, კირჩი და ძმანნი მისნი.

***

მოდით არ გავცდეთ გერმანიას.

ჰამბურგის „ჰამბურგი“ გასაჭირშია… ჯერ კი წვალობენ, მაგრამ ვფიქრობ გავარდნენ ჯობია. რატომ? ახლავე:

იმას, რასაც ჩრდილოელები ბოლო წლებში „ბაიერნთან“ აკეთებენ უბრალოდ სამარცხვინოა და მეტი არაფერი!

8:0, 5:0, 9:2, 5:0, 6:0, 4:0… კარგით რა ხალხნო კარგით რა! უკანასკნელი დინო უკანასკნელი დინოვო გაიძახიან, არ გავვარდნილვართო. ასეთ სამარცხვინო წაგებებს მეორე ბუნდესლიგაში ბუქსაობა ჯობია ისევ.

***

გავაგრძელოთ „ჰამბურგისა“ და მისი სპონსორის თემა:

Fly emirates – ეს პატივცემული კომპანია მონოპოლისტი გახდა მაისურებზე რეკლამის სფეროში.

10 წლის წინ მხოლოდ „ჩელსის“ ასპონსორებდა, შემდეგ „არსენალს“ აუშენა სტადიონი, რომელსაც საკუთარი სახელი უწოდა და „მეთოფეთა“ მაისურსაც მიაწერა fly emirates.

„არსენალს“ მოჰყვა პსჟ, მერე „ჰამბურგი“, მერე „მილანი,“ და ბოლოს რეალი „რეალი…“ ახლა ცოტა ხნით გაჩერდნენ…

საინტერესოა მომავალში ვისი ჯერი იქნება (რაგბის მსაჯებსაც წინ ეს აწერიათ მგონი).

მალადეც ძმაო ისე ამ არაბებს, მაგარ ფულს ხო ხარჯავენ და ალბათ 10-ჯერ მეტი მოგებაც აქვთ. იყონ და ასპონსორონ გუნდები რას ვერჩი.

***

ეტო’ო სამპდორიაში გადაბარგებულა და ვფიქრობდი რამდენი გუნდი დაუგროვდათქო:

სამუელ ეტო’ო – რეალი, ლეგანესი, ესპანიოლი, მალიორკა, ბარსელონა, ინტერი, ანჟი, ჩელსი, ევერტონი, სამპდორია…

თუმცა მაინც ბევრი აკლია ანელკამდე:

ნიკოლას ანელკა – პსჟ, არსენალი, რეალი, პსჟ, ლივერპული, სიტი, ფენერბახჩე, ბოლტონი, ჩელსი, შანხაი, იუვენტუსი, ვესტ ბრომვიჩი, მუმბაი, პერსია ჯაკარტა…

ძნელია ვინმემ ოდესმე ამაზე ბევრ გუნდში ითამაშოს!

ზლატანიც მოგზაურია, მაგრამ იბრას მხოლოდ გრანდები აინტერესებს:

მალმიო, აიაქსი, იუვენტუსი, ინტერი, ბარსელონა, მილანი, პსჟ… სამწუხაროა, რომ რეალისა და მარსელის ღირსების დაცვას ვეღარ მოასწრებს, ან ინგლისში მოსისხლე გუნდებში გადაბარგებას

...



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 837 | დაამატა: nikucha | ტეგები: ჰამბურგი, საფეხბურთო ტენდეციები, ბორუსიას უცნაური გვარები, ბორუსია, ანელკას გუნდები, ეტოო, დორტმუნდის ბორუსია, რთული გვარები, არსენალი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...