გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » თებერვალი » 26 » მძღოლები თბილისის ქუჩებში… / mdzgolebi tbilisis quchebshi
7:19 PM
მძღოლები თბილისის ქუჩებში… / mdzgolebi tbilisis quchebshi






თბილისის ქუჩებში ამ ბოლოს მანქანით ხშირად დავდივარ და რამდენიმე საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინე მძღოლების, ქვეითებისა თუ პოლიციელების მოქმედებებზე.

ქვეითები:

იმ დღეს მეტრო ღრმაღელესთან მანქანა გავაჩერე და გზის მეორე მხარეს ხიდით გადავედი… დავაკვირდი და მარტო მე და ერთი ქალი გადავდიოდით ხიდით, დანარჩენები: ქალი, კაცი, დიდი და პატარა გზაზე გადადიოდა… სამზოლიან ჩქაროსნულ გზაზე!

მახსოვს წლების წინ „ოკრიბასთან“ ქვეითების შუქნიშანი იყო, რომელიც აიღეს და ასევე ხიდი დაამონტაჟეს, რათა მოძრაობა განტვირთულიყო. ჩემი ფეხები, იმ ხიდით ქვეითთა მხოლოდ 5% სარგებლობს…

დელისის მეტროს თავზე გადარბენაც აღარ მიკვირს. მანქანების ნაკადი ან თამარაშვილიდან მოდის, ან ვაჟა-ფშაველადან, ამიტომ იქ არ წყდება არასოდეს, მაგრამ ხალხი მაინც გადადის… ახალგაზრდა გოგო ერთი ბავშვით ხელში და მეორე ბავშვზე ჩაკიდებული ხელით გადადიოდა საღამოს 6 საათზე… დედანატირები ზედმეტი 40 ზედმეტი მეტრის არ გავლის გამო, რომელსაც მიწისქვეშა გადასასვლელის გამოყენებით გაივლიდა.

სააკაძის მოედანზე?! 10 ზოლი უნდა გაიაროს ქვეითმა, რომ მეორე მხარეს გადავიდეს. დღის ნებისმიერ მონაკვეთში მიწისქვეშა გადასასვლელით უფრო ნაკლები დრო და ნაკლები ნერვების წყვეტა ჭირდება…

ასევე ტყუილადაა ყველა საფეხმავლო ხიდი მთელს თბილისში, სამედიცინოსთან, იგივე გურამიშვილზე, სარაჯიშვილზე, ვარკეთილში ბაზრის წინ, ავლაბრის მეტროსთან, ორთაჭალის სადგურთან და საერთოდ ყველგან!



მძღოლები:

აი ყველა ასპექტში მაგარი საზიზღარი მძღოლები დავდივართ თბილისში, მაგრამ მინდა რამდენიმე კონკრეტულ ფაქტზე გავამახვილო ყურადღება:

გზის დათმობის კულტურა გვაქვს – 0!

შუქნიშანზე წერია 6, 5, 4... მარა ვიცით, რომ ვერ გავივლით, რადგან წინა მანქანა უკვე შუა გზაჯვარედინზე დგას, მარა მაინც უნდა გავიაროთ! :@

რამდენჯერაც გავჩერებულვარ 7 ან 8 წამზე იმდენი სიკეთე მე… პროსტა მასების შეგნებამდე არ დადის ასეთი რამე.

დადგებიან შუა გზაზე, მერე გვერდიდან მომავალი ვეღარ გადის, მის უკან 100 მანქანაა და გზაჯვარედინს მხოლოდ 10 კვეთს, იმ 100-ს კიდევ 100 ემატება ცოტა ხანში და ასე დაუსრულებლად…

ყველაზე მეტად კოსტავადან პეკინზე გასასვლელი მეჯავრება აჭარასთან. გმირთა მოედნიდან მომავალი არც ერთი მძოლი არ ფიქრობს მარჯვნიდან მომავალ მანქანებზე. რამდენიმე წამია დარჩენილი და უკვე ვეღარ გაივლიან, მაინც ეკვეტებიან, შუა გზაზე დგებიან და კოსტავადან ვინც მოდის ის ვეღარ მიდის მარჯვნივ (მარცხნივ დოლიძისკენ კიდე ჰო, გაჭირვებით), მერე მწვანე ჩაქრება და ისევ იმ ადგილზე უნდა გაჩერდნენ… ერთხელ 4-ჯერ გაიარა ჩვენმა მწვანემ და ვერ გავედით მასობრივი უპატივცემულობის გამო :@

ასევე ისანში… შუქნიშნები კარგადაა გამოთვლილი, მაგრამ არავის გაუთვალისწინებია, რომ წითელ შუქზე გაილიდნენ მანქანები და შუა გზაზე დადგებოდნენ პერპენდიკულარულად…

აღმაშენებელზე ავტობუსის ზოლში სიარული, ვერა-ვაკეში პროტივებზე გავლა, შუა გზაზე პარკინგები (ისე საპარკინგო ადგილების ნაკლებობაა, მაგრამ მაინც), სარკეში გაუხედავად საჭის გადაკვრები, 3 მეტრო რო აქ ადგილი და მაინც დასიგნალებები… ეჰ…

საცობში დგახარ, მომავალი ზოლი ცარიელია და უცებ ერთი, მეორე, მესამე მანქანა გადადის საპირისპიროზე, მერე მეოთხე, მეათე და ა.შ.

თავისუფლები მოედანზე, როცა ბარათაშვილიდან ამოვდივართ, რა თქმა უნდა გზა უნდა დავთმოთ, მაგრამ ეს დედა ნატირები, 40 მანქანა რო დაგროვდა, ვინც წრეზე აბრუნებთ რო გაჩერდეთ და გაგვატროთ სოლოლაკისკენ ხო შეიძლება?! წაიწევ წინ და უმატებენ სიჩქარეს… რამე რო მოხდეს შენი ბრალია, 200 ლარიანი გაქ არტყმული მინიმუმ.

წერეთელზე „დინამოსთან“ წრეზე საცობია სულ, იმიტო რომ მძღოლების 90% საგზაო ნიშანს არ ემორჩილება – „მოძრაობა მხოლოდ მარჯვნივ!“ პატრული მხოლოდ ღამით წერს მანდ ჯარიმებს, დღეც რო იმკაცრონ კარგი იქნება.

პატრული:

დავარღვიე? დამიწერე კი ბატონო არ მაქ პრობლემა, მაგრამ არაა სამართლიანი, როცა შავი ჯიპი ან დაბურულ-მინებიანი შკოდა საოცრებას აკეთებს და იმათ არაფერს ეუბნებიან!

ნაშა ეჯდა მანქანაში, ნაშა სამმართველოს შკოდას და ლამის 10 მანქანას დაარტყა პატარა მონაკვეთზე… დავალებაზე მიდიანო პრავდება, მაგრამ როცა ვხედავ ბოზი ზის მეორე მხარეს რა დავალებაზეა საუბარი?!

ერთს საერთოდ ბავშვები ეჯდა და აეროპორტის ტრასაზე , აი ბოლოში ავლაბართან არ მისული საპირისპირო ზოლში გადავიდა,ს ადაც გზა ერთდება… სკოლაში აგვიანდებოდა და 2 პატარას სიცოცხლე ჩააგდო საფრთხეში!

ვისაც პრადო ყავს ყველას არაადამიანი მართავს?! ეგენიც რო გაჩერდნენ 10-15 წამი წითელ შუქზე შეიძლება?!

პატრულმა ჯარიმას ვერ დავწერ იმუნიტეტი იცავსო… მძღოლს რა ჩემი ფეხები იცავს? დაუწერე 50 ლარიანი, რატომ აკლებ ბიუჯეტს ვიღაცების ფულს?!

დღეს პრადოზავრმა ლამის გადაგვთელა ბახტრიონზე, ღამე იყო და ლამპიონების შუქზე ადვილად გავარჩიე შიგნით რაც ხდებოდა – ასე 15-16 წლის ბიჭი აიფონში იყო ჩამძვრალი და სულ ფეხებზე ეკიდა წინ რა ხდებოდა, მძღოლი კისერს იტეხავდა, წინ ჩართული ციმციმით და დიდი სიგნალით…

პატრული კარგად არეგულირებს ვითარებას პეკინისა და ვაჟას-კვეთაზე, თამარაშვილზე, ავლაბარში, ვაგზლის მიმდებარედაც და თითქმის ყველგან იდეალურად… მაგრამ

მაგრამ გმირთა მოედანზე, რომ აქვს ჩაკეტილი მარჯვენა სანაპიროდან მომავალი 1 ზოლი და იმავე სანაპიროზე ათასობით მანქანა დგას დიღმიდან მომავალი/ ეგენი ადამიანები არ არიან?! კი გმირთა მოედანი უფრო სტრატეგიულია, ვაკიდან, საბურთალოდან და დიდუბიდან მომავალი ყველა იქ იყრის თავს, მაგრამ მარჯვენა სანაპიროზე საათაინი საცობი კეთდება ამის გამო.

ახლა რაც გამახსენდა ესაა, ისე კიდე ათასი რამის თქმა მინდა, მაგრამ სხვა დროს იყოს.

ა ხო, ქალები…

იმ დღეს მე და ძმაკაცი მოვდივართ და გმირთა მოედანზე სარკეში გავიხედე, არავინაა, ჩავრტე პავაროტნიკი და უნდა მოვუხვიო და უცებ რაღაც საზარელი უწყვეტი სიგნალი! გამცრა ტანში, თმა გამითეთრდა ლამის… დავახტი ტორმუზს… გავიხედე სარკეში და ჰოი საოცრებავ, გზა ისევ ცარიელია. ის ქალბატონი ჩემს უკან მდგარა და ასევე ჩემთან ერთად ჩამოდიოდა ვერეს ხეობაში. დღემდე ვერ ამიხსნია რატო გამიხეთქა გული!

ქალბატონების 90% დანერვოზებული ზის საჭესთან! ისწავლეს 1000 ბილეთი, დაიზეპირეს როგორ ჩააყენონ მანქანა, აიღეს პრავა და ეგაა ვსო! იციან!

1 წელი მამაჩემი მეჯდა გვერდით, განა იმიტო რო დებილი ვარ, არა! ყველა სიტუაცია გავიარეთ ერთად, სად როგორ უნდა მოვქცეულიყავი. ტრასაზე, ქალაქში, სოფელში, მთაში და რავიცი ყველგან.

ამ პატივცემულ გოგონებს კიდევ არავინ ასწავლა პავაროტნიკის (ციმციმას) ჩართვა, ხანდახან გზის დათმობის საჭიროება (სასწრაფო დაგითმობს გზას და ქალი არა!), “დალნების” გამორთვა არ იციან, რომელი ზოლიდან უნდა მოუხვიონ, როცა ფარებით ვანიშნებ გაიარეთთქო მანგუსტებივით იყურებიან რა უნდაო, პარკინგიც არ იციან, იაპონურ ციცქნას ჩააყენებენ და ნახევარი მანქანა მაინც გზაზეა… რავიცი კიდე ათასი.

P.S. მე საოცარი მძღოლი არ ვარ, არც მამა აბრამის ბატკანი ვარ, მარა ვცდილობ სხვას არ შევუშალო ხელი მოძრაობისას… ყველამ ჩვენი 1% გავაკეთოთ და უკეთესი გახდება ცხოვრება.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 804 | დაამატა: nikucha | ტეგები: ქვეიტების მოძრაობა, ქალაქში, საცობი თბილისში, პრადოზავრი, საცობები ქალაქში, საცობები თბილისში, თბილისელი მძღოლები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...