აზღუდების – ლიფების შექმნისა და განვითარების ისტორია / azghudebis - lifebis sheqmnisa da ganvitarebis istoria - 26 თებერვალში 2015 - Social Mega Portal



Загрузка...
მთავარი » 2015 » თებერვალი » 26 » აზღუდების – ლიფების შექმნისა და განვითარების ისტორია / azghudebis - lifebis sheqmnisa da ganvitarebis istoria
8:01 PM
აზღუდების – ლიფების შექმნისა და განვითარების ისტორია / azghudebis - lifebis sheqmnisa da ganvitarebis istoria






მსუბუქმა და მომხიბვლელმა, ფერადმა და მოხდენილმა ლიფებმა, რომლებსაც თანამედროვე ქალბატონები და გოგონები ატარებენ, განვითარების და სრულყოფის სულ მცირე ასწლიანი გზა განვლო.
„შეიძლება არც კი დაიჯეროთ, რომ გაიგოთ რამდენი ხანი და რამხელა ინჟინერია დასჭირდა ბუსჰალტერის გამოგონებას. არ გადავაჭარბებთ, თუ მას ტექნოლოგიას ვუწოდებთ, ისევე, როგორც მოძრავ ხიდებს“ - განაცხადა მწერალმა ტერესა რიორდანმა, რომელმაც ასობით მოდური სამშვენისის პატენტი გამოიკვლია და აღწერა თავის წიგნში „მშვენიერების ტექნოლოგია“.

უძველესი დროიდან მოყოლებული, ქალები სხვადასხვა ხერხს მიმართავდნენ მკერდის "მოსათოკად". როგორც წესი, ამას მხოლოდ პრაქტიკულობიდან გამომდინარე მიმართავდნენ - რომაელები ბინტისმაგვარი ტილოთი იკრავდნენ მკერდს, უძველეს ეგვიპტეში ტუნიკებს ატარებდნენ, რენესანსის პერიოდში კი კორსეტები შემოიღეს, რომელიც ქალის მკერდს მაქსიმალურად აკრავდა სხეულს, ასევე ავიწროვებდა მისი წელის შემოწერილობას.
მოგვიანებით, კორსეტებმა ოდნავ იცვალა სახე, წელი ისევ გამოყვანილი რჩებოდა, თუმცა, ქალებმა საჭიროდ ჩათვალეს მკერდის მოხდენილი ფორმების არამარტო ხაზგასმა, არამედ ხელშეწყობაც და შეიქმნა კორსეტები, რომელიც ქალურ სიმრგვალეებს მაღლა ყელისკენ და წინ წევდა.
მართალია, ვიზუალურად ასეთი კორსეტების ტარებით მიღებული ფორმები მშვენიერი საცქერი იყო, მაგრამ, ძნელი მისახვედრი არაა რა დისკომფორთთან იქნებოდა ეს ყველაფერი დაკავშირებული - ქალებს უჭირდათ სუნთქვა, იზღუდებოდა სისხლის მიმოქცევა და საჭმლის მონელების პროცესი და აშ..

მეორე მსოფლიო ომის დროს ძალიან საინტერესო რამ მოხდა.. ევროპაში ქალებმა უარი თქვეს კორსეტების ტარებაზე, რომლებიც მატერიისაგან და კრინისაგან იქმნებოდა, მეტიც, უკვე შეძენილი კორსეტები ჩააბარეს და როგორც ისტორია ღაღადებს, დაშლილი კორსეტებისგან ამოღებული რკინით (რაც 28 000 ტონას შეადგენდა) - ორი ტანკერი აიგო.
გარდა ამისა, ეკონომიურმა სიდუხჭირემ და მასალის სიმცირემ მკერავები აიძულათ მცირე ზომის ლიფები შეეკერათ, რაც სულაც არ აღმოჩნდა ცუდი, პირიქით.. ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ ქალების როლი საზგადოებრივ საქმიანობაში უფრო და უფრო იზრდებოდა, ისინი მეტს მუშაოდბენ ქარხნებსა და ფაბრიკებში, დაკავებული იყვნენ სპორტით, ასე რომ, მათ და მათ მკერდსაც მეტი თავისუფლება ესაჭიროებოდათ.

პირველი ორფიალიანი აზღუდი მარი ტიუსეკმა შეკერა 1893 წელს. ამ აზღუდს კორსეტებისაგან განსხვავებით ზურგი არ ჰქონდა, მხრებზე კი თანამედროვე აზღუდების მსგავსად ორი ღვედი გასდევდა. როგორც ამბობენ, მარიმ პირველი ლიფი ორი ცხვირსახოცისაგან და ცოტაოდენი წელვადი ღვედისაგან შეკერა. ინფორმაცია ამის შესახებ სწრაფად გავრცელდა და მან აურაცხელი შეკვეთების მიღება დაიწყო. 1014 წელს კი საკუთარი გამოგონება დააპატენტა კიდეც.
მარის ლიფები მკერდს არათუ აპატარავებდნენ, პირიქით, ადიდებდნენ და ბუნებრივ ფორმებს უსვამდნენ ხაზს.

1928 წელს რუსმა ემიგრანტმა იდა როზენტალმა აზღუდების ფიალების ზომების მიხედვით გამოშვება დაიწყო, რაც, შესაბამისად, მათ უფრო კომოფრტულსა და მოხდენილს ხდიდა.

სამოცდაათიანი წლებისათვის მოდა აზღუდებით სერიოზულად დაინტერესდა. ამ დროისათვის აზღუდები იკერებოდა ისე, რომ ყოფილიყო მოსახერხებელი, გამძლე და ამავდროულად მოხდენილიც.

დიზაინერებმა მარკ ჯაკობსმა და ჯონ გალიანომ 2008 წლის მოდების ჩვენებაზე აზღუდები, იგივე ლიფები, წარმოაჩინეს არა როგორც თეთრეულად, არამედ, როგორც მოდურ და სექსუალურ აქსესუარად .

ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება.
როგორი იქნება აზღუდების მომავალი, არავინ იცის.. თუმცა, თანამედროვე ქალებს ამ მხრივ საწუწუნო ნამდვილად არაფერი აქვთ, ბაზარზე აზღუდების შეუზღუდავი მრავალფეროვნებაა. თქვენ შეგიძლიათ ის შეიძინოთ ზომის, ფერის, მასალის და დიზაინის მიხედვით და ასევე, თავისუფლად შეგიძლოათ საერთოდ არ ატაროთ ის..
მოკლედ, როგორც იტყვიან, ლიფები არსებობს ორი რამისათვის - ყურადღების მისაპყრობად და ყურადღების არმისაპყრობად. და თუ რისთვის და როგორ გამოიყენებთ თქვენ, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული! :)

P.S. რეკომენდაციები ლიფების შესარჩევად და მკერდის მოვლისათვის სულ მალე, ჩვენს ბლოგზე.. ასე რომ, ხშირ-ხშირად შემოიხედეთ-ხოლმე. :)

... ... ... ... ...



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 108 | დაამატა: nikucha | ტეგები: აზღუდი, lლიფი, lifi lifebi, იდა როზენტალი, ლიფები, ისტორია, მარი ტიუსეკი, biushalteri, ბიუსჰალტერი, განვითარება | რეიტინგი: 0.0/0

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: