გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » თებერვალი » 26 » საინტერესო საფეხბურთო ფაქტები / saintereso safekhburto faqtebi
8:28 PM
საინტერესო საფეხბურთო ფაქტები / saintereso safekhburto faqtebi






გთავაზობთ ჩემს მიერ შეგროვებულ საინტერესო საფეხბურთო ფაქტებს. რაღაცები ალბათ იცოდით, მაგრამ ვფიქრობ არ უნდა იყოს მოსაწყენი.

ჯორჯ ბესტი, ბერნდ შუსტერი, ვალენტინო მაცოლა, ალფერდო დი სტეფანო, გუნარ ნორდალი, რაიან გიგზი, იარი ლიტმანენი, ერიკ კანტონა, ჟორჟ ვეა – ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებსაც არასდროს უთამაშიათ მსოფლიოს ჩემპიონატზე!

2003-2004 წლების სეზონიდან მოყოლებული 2013-2014 წლის სეზონის ჩათვლით ზლატან იბრაჰიმოვიჩი 10-ჯერ გახდა სხვადასხვა ჩემპიონატების (ჰოლანდია, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი) გამარჯვებული, 6 სხვადასხვა კლუბში (აიაქსი, იუვენტუსი, ინტერი, მილანი, ბარსელონა, პსჟ). მხოლოდ 2011-2012 წლების მისი მილანი მეორე ადგილზე გავიდა…

ლიონის “ოლიმპიკი” შვიდჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი და ისიც მიყოლებით 2001-დან 2008 წლამდე! არც მანამდე და არც მას შემდეგ ლიონს საფრანგეთის პირველი გუნდობა აღარ ღირსებია.

1957 წელს, ინგლისის მეორე დივიზიონის მატჩში „ჩარლტონი“ შეხვედრის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე 1:5-ს აგებდა „ჰადერსფილდთან,“ მაგრამ მწვრთნელის ჯიმი ტროტერის ტაქტიკურმა ცვილებებმა 7:6 მოაგებინა მასპინძლებს.

ჯონ ბურიჯი – ამ მეკარემ არც მეტი და არც ნაკლები 29 კლუბის შემადგენლობაში ითამაშა! 1969 წლიდან 1997 წლამდე თამაშობდა ფეხბურთს ჯონი! მართალია 1993 წლიდან 1997 წლამდე გამოიცვალა გუნდების უმეტესობა, სეზონში 3-4 კლუბი, სადაც ხშირად 1 ოფიციალურ თამაშსაც არ ატარებდა, მაგრამ ფაქტია მან ყველაზე მეტი კლუბის მაისური მოირგო!

მას შემდეგ რაც ბელა გუტმანმა „ბენფიკა“ დაწყევლა, საერთაშორისო ასპარეზზე გუნდმა 8 ფინალი წააგო, ხუთი ჩემპიონთა და 3 ევროპის ლიგაზე. „კიდევ 100 წელი “ბენფიკა” ვერ მოიგებს ვერც ერთ ევროპულ თასს!” < ეს თქვა 1962 წელს, ანუ დარჩა 47 წელიწადი…

ესპანეთში – რეალი, ბარსელონა, ბილაბო, ხეტაფე, ეიბარი. გერმანიაში – ჰამბურგი. იტალიაში – ინტერი. ინგლისში – არსენალი. ეს გუნდები აღზევების შემდეგ არასდროს გავარდნილან უმაღლესი ლიგებიდან!
რაც პრემიერლიგა დაარსდა, 1992 წლიდან მოყოლებული არცერთ ინგლისელ მწვრთნელს არ მოუგია ის!

2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე, ჰოლანდიის ნაკრებმა, საფრანგეთის წინააღმდეგ „ვანების“ გარეშე ითამაშა. ანუ არც ერთი „ვან“ გვარიანი მოედანზე.

სან მარინოელი ენდი სელვა სამუდამოდ შევა ამავე ქვეყნის ფეხბურთის ისტორიაში. 121 თამაშიდან ნაკრებს მხოლოდ 1 აქვს მოგებული 2004 წელს ლიხტენშტაინთან 1:0. გოლი სელვას ანგარიშზეა, რომელიც 8 გოლით გუნდის ბომბარდირია.

2009-2010 წლებში „ბარსელონელმა“ პედრომ ექვსივე შესაძლო ტურნირზე გაიტანა გოლი! ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, კოპა დელ რეი, უეფას სუპერ თასი, ესპანეთის სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

მაგრამ ფერნანდო ტორესმა 2012-2013 წლებში 7 სხვადასხვა ტურნირზე შეძლო თავის გამოჩენა! პრემიერლიგა, ასოციაციის თასი, ლიგის თასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ლიგა, ინგლისის სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

ჯოვანი ტრაპატონიმ, მიგელ მუნიოსმა, კარლო ანჩელოტიმ, იოჰან კრუიფმა, ფრენკ რაიკაარდმა და პეპ გვარდიოლამ, როგორც მწვრთნელებმა და როგორც ფეხბურთელებმა მოიგეს ჩემპიონთა ლიგა!

„ვესტ ჰემელმა“ ალვინ მარტინმა 1986 წელს ერთ მატჩში „ნიუკასლის“ სამ სხვადასხვა მეკარეს გაუტანა გოლი! ჯერ მარტინ ტომასი იდგა კარში, რომელმაც ტრავმა მიიღო და მცველი კრის ვედვორთი, ხოლო შემდეგ ლეგენდა პეტერ ბირდსლი ჩააყენეს დარაჯად, მაგრამ ალვინ მარტინმა (მცველმა!!!) არც ერთი არ დაინდო!

გაგრძელება იქნება…

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 849 | დაამატა: nikucha | ტეგები: ფეხბურთის ფაქტები, football facts, უცნობი ფაქტები, fekhburti, sporti fekhburti, Football, საინტერესო ფაქტები, fexburtis faqtebi, საინტერესო ფეხბურთი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...