გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » მარტი » 23 » ჯეიმს ფრანკომ ლინდსი ლოჰანზე მოთხრობა დაწერა!
3:14 AM
ჯეიმს ფრანკომ ლინდსი ლოჰანზე მოთხრობა დაწერა!






ჯეიმს ფრანკო აგრძელებს იმის უარყოფას, რომ ლინდსი ლოჰანთან ოდესმე რომანი ჰქონდა, მაგრამ თავისი კვალი მის ცხოვრებაზე მსახიობმა უკვე დატოვა. ჯეიმსმა თავის სკანდალურ კოლეგაზე მოთხრობა დაწერა.
მსახიობმა გადაწყვიტა თავისი ნაწარმოები Bungalow 89, რომელიც ლინდსი ლოჰანთან ურთიერთობას ეხება, ცნობილ ჟურნალში Vice გამოექვეყნებინა. ისტორია, რომელშიც ზღვარი რეალობასა და ფანტაზიას შორის წაშლილია, აბრუნებს მსახიობს იმ დროში, როცა ის და რიჟა ვარსკვლავი ლოს-ანჯელესში, ერთი და იგივე სასტუმროში, აღმოჩნდნენ. „იყო და არა იყო რა. იყო ერთი ჰოლივუდელი გოგონა, რომელიც სასტუმრო Chateau Marmont-ში გაჩერდა,- წერს ჯეიმსი.- მან მენეჯერისგან ჩემი ნომრის გასაღები მოიპოვა. მესმოდა როგორ მოარგო გასაღები ჩემი კარის კლიტეს და გადაატრიალა ის, მაგრამ კარი დაკეტილი მქონდა იმით, ჯაჭვს რომ წააგავს და კარს იჭერს…“ მსახიობმა დაადასტურა, რომ ლინდსი მის ნომერში იყო და უყვებოდა მას თავის ექსპერიმენტებზე ნარკოტიკებთან და სკანდალებთან დაკავშირებით, სანამ ის სელინჯერს კითხულობდა. ფინალში ჯეიმსი ფიქრობს თავისი ყოფილი მეგობრის ცხოვრებაზე: „ რიჟა თამში ხელი შევუცურე გოგონას, რომელსაც ჩემს მკერდზე ჩაეძინა. ჩვენი ჰოლივუდის გამოგონილი გოგონა ლინდსი. რას იზამს ის? იმედია, მის ცხოვრებაში ყველაფერი დალაგდება…. როგორ უნდა შეაჩეროს მან ეს სიგიჟე, თუ მისი სამსახური და პირადი ცხოვრება ხალხის თვალში ერთ მთლიანობად იქცა? შოუს ორი სახე, ცხოვრება და კინო, ერთმანეთში აირია. ვფიქრობ, რომ წარმოდგენების მოწყობის ზღვარი ყოველი ჩვენგანისთვის სადღაც გადის. რაღაც დროის შემდეგ, ეს ყველაფერი უკონტროლო ლოკომოტივს ემსგავსება, რომელიც წინ მთელი ძალით მიიწევს“.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 895 | დაამატა: nikucha | ტეგები: Lindsay Lohan, James Franco, ლინდსი ლოჰანი, მოთხრობა, lindsi lohani, motxroba, ჯეიმს ფრანკო, jeims franko, motkhroba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...