გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » მარტი » 26 » ვინ დიზელის აზრით, „ფორსაჟი 7“ „ოსკარს“ მიიღებს!
7:10 AM
ვინ დიზელის აზრით, „ფორსაჟი 7“ „ოსკარს“ მიიღებს!






მძაფრსიუჟეტიან ფილმს „ფორსაჟი 7“ Universal-ისთვის არა მხოლოდ რეკორდული შემოსავალი მოაქვს, არამედ კატეგორიაში „საუკეთესო ფილმი“ ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოსაც დაიმსახურებს. როგორც Variety იტყობინება, ასეთი განცხადება გააკეთა მთავარი როლის შემსრულებელმა და სურათის პროდუსერმა ვინ დიზელმა.

„ეს პროექტი მთავარ „ოსკარს“ მოიგებს. არაფერი ისეთი, რაც ამ პროექტის მასშტაბებთან ახლოს შეიძლება მოვიდეს“, – განაცხადა მან. დიზელის თქმით, ის რეზულტატით ძალიან კმაყოფილია და დარწმუნებულია, რომ ეს პოლ უოქერის ხსოვნისთვის პატივის მიგების ღირსეული საშუალებაა. „ჩვენ ყოველ ჯერზე ვამატებდით ახალ ილეთებსა და დინამიკას, მაგრამ ამჯერად ფილმი წარმოუდგენელი ემოციური ძალის მქონე გამოვიდა. ამას მსოფლიო ჩვენგან, ნამდვილად, არ მოელოდა“,- დაამატა მან.

შეგახსენებთ, რომ ფილმში მონაწილეობას იღებდნენ დუეინ ჯონსონი, ჯეისონ სტეტჰემი, მიშელ როდრიგესი, ვინ დიზელი, პოლ უოქერი, კურტ რასელი, ჯორდანა ბრიუსტერი და სხვა მსახიობები. პოლ უოქერის გარდაცვალების შემდეგ მრავალ ეპიზოდში ის თავისმა ძმებმა ჩაანაცვლეს, ხოლო ზოგიერთ სცენაში მსახიობის კომპიუტერული ვერსია გამოიყენეს. სტუდია Universal არ გამორიცხავს, რომ „ფორსაჟი 7“-ის გამოსვლის შემდეგ კიდევ სამი სერია იქნეს გადაღებული.

საიტზე დამატებითი ტეგები - Dwayne Johnson, Fast & Furious 7, Jason Statham, Michelle Rodriguez, Paul Walker, universal, Variety, vin diesel, დუეინ ჯონსონი, ვინ დიზელი, კურტ რასელი, მიშელ როდრიგესი, პოლ უოქერი, პროექტი, ფორსაჟი 7, ჯეისონ სტეტჰემი, ჯორდანა ბრიუსტერი

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 762 | დაამატა: nikucha | ტეგები: Variety, Universal, Vin Diesel, ვინ დიზელი, Michelle Rodriguez, დუეინ ჯონსონი, Fast & Furious 7, Dwayne Johnson, Paul Walker, Jason Statham | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...