12:36 PM
გუგლი დაეხმარა ბრიტანელ კარლ ჰოლტს უფრო მეტად ვიდრე ვიზიტები ექიმთან
www.auf.ge -
34 წლის ბრიტანელი კარლ ჰოლტი ორი წელი დადიოდა ექიმებთან ჩივილით ყელის ტკივილის დაუდგენელი მიზეზით. ექიმმა ვერ დაუდგინა მიზეზი, სამაგიეროდ ჰორტმა გამოიყენა გუგლი და თვითონ დაისვა სწორი დიაგნოზი.
ყელში ტკივილები მას დაეწყო 2011 წელს. იგი ნელ–ნელა კარგავდა წონას და გრძნობდა მუდმივ დაღლილობას. იგი დადიოდა ექიმთან რამოდენიმეჯერ კვირაში, საერთო ჯამში ის 150–ჯერ იმყოფებოდა ექიმებთან.
დროთა განმავლობაში მისმა ახლობლებმა და მეგობრებმა ჩათვალეს, რომა მას აქვს ფსიქიკური დარღვევები.
ჰოლმა რომ ვერ იპოვა სხვა გამოსავალი, დაიწყო ძებნა ამ სიმპტომების გუგლით და მან იპოვა იშვიათი დაავადება, რომელსაც ერქვა eagle და მისი გამომწვევი მიზეზები იყო საფერთქლის ძვლის ანომალური ზომები ერთ–ერთ ძვალში. ხოლტმა მიაკითხა ისევ სახელმწიფოს დაქვემდებარებულ სამედიცინო კლინიკებს, მაგრამ უარი მიიღო ამ ინფორმაციის შემოწმების თაობაზე. მამაკაცმა მიაკითხა კერძო კლინიკას, სადაც დამტკიცდა, ჰოლტის დიაგნოზის სისწორე.

მასალა მომზადდა ექსკლუზიურად საიტ www.auf.ge–სათვის.
ავტორი – ნიკოლოზ ქართველი


ნანახია: 983 | დაამატა: nikucha | ტეგები: ექიმი, gugli, Google, Carl Holt, გუგლი, კარლ ჰოლტი, ექიმები, viziti eqimtan, eqimebi, eqimi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]