გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » მარტი » 28 » Ralph Fiennes -ს "იმპერიის ლეგენდის ჯილდოს" გადასცემენ
12:47 PM
Ralph Fiennes -ს "იმპერიის ლეგენდის ჯილდოს" გადასცემენ






ჯეიმსონის იმპერიის რიგით მეოცე დაჯილდოება კვირა დღეს ლონდონში გაიმართება. წითელი ხალიჩა კვლავ გაივსება ჩვენთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი სახეებით. შემდეგ კი ზოგიერთი მათგანი სპეციალური პრიზით დაჯილდოვდება.

გასულ წლებში “იმპერიის ლეგენდის ჯილდო” ჰელენ მირენს, ტიმ ბარტონსა და ტომ კრუზს გადაეცათ. წელს კი ეს პატივი რალფ ფაინსს ერგება. მისი 25-წლიანი კარიერა არა მხოლოდ დასამახსოვრებელ როლებს, არამედ წარმატებულ სარეჟისორო ნამუშევრებსაც ითვლის. რალფ ფაინსი ოსკარის ორ ნომინაციაზეა წარდგენილი. მსახიობი აკადემიამ თავდაპირველად “შინდლერის სიის” ერთ-ერთი პერსონაჟის განსახიერებისას შეამჩნია. შემდეგ იყო აღიარებული როლი “ინგლისელ პაციენტში”, რომელსაც უარყოფითი გმირების თამაში მოჰყვა. სწორედ ბოროტი ვოლდემორი განასახიერა “ჰარი პოტერის” ეპიზოდებში. “ბრუგესში” კი მკვლელი ჰარის როლი შეასრულა. წელს რალფ ფაინსი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა გამომდინარე იქიდან, რომ სურათში “სასტუმრო ‘გრანდ-ბუდაპეშტი'” გუსტავის პერსონაჟი განასახიერა. სწორედ ეს ფილმი იყო წარდგენილი ოსკარის რამდენიმე ნომინაციაზე.

ჯერჯერობით უცნობია დაჯილდოების სხვა დეტალები.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 791 | დაამატა: nikucha | ტეგები: რალფ ფაინსი, ვოლდემორი, Tim Burton, Tom Cruise, Helen Mirren, Ralph Fiennes, დაჯილდოება, The Grand Budapest Hotel, Jameson Empire Awards | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...