გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » მარტი » 28 » ლუგანსკელ და დონეცკელ სტუდენტებს აფხაზეთში საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად აცნობენ
1:21 PM
ლუგანსკელ და დონეცკელ სტუდენტებს აფხაზეთში საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად აცნობენ






მესამე დღეა აფხაზეთის ტერიტორიაზე ლუგანსკიდან დონეცკიდან სტუდენტები იმყოფებიან. მათ 14-მდე ისტორიკოსმა და პედაგოგმა უმასპინძლა.

აფხაზურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ სტუმრებს ღირსშესანიშნავი ადგილები დაათვალიერებინეს.

მასპინძლებმა სტუდენტებს ადგილზე გააცნეს ისტორია, სადაც მოუყვნენ, რომ აფხაზეთი თავიდანვე იყო აფხაზების ტერიტორია, სადაც შემოსახლებული ჰყავდათ ქართველები, რომლებიც ტერიტორიის წართმევის მიზნით, თავს დაესხნენ აფხაზებს. პედაგოგებისა და ისტორიკოსების განცხადებით, აფხაზებმა ოკუპანტებისგან დაიცვეს სამშობლო.

გავრცელებული ინფორმაციით, მასპინძლები ხაზგასმით უმეორებდნენ სტუდენტებს, რომ ახალგაზრდებმაც იგივე მაგალითი უნდა აიღონ და დაიცვან საკუთარი ტერიტორიები.

სტუდენტებს, ოკუპირებულ აფხაზეთში ყოფნისას ჩაუტარდებათ ტრენინგი თემაზე - სამშობლოს ისტორია.

მათ გადაადგილებას რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური უზრუნველყოფს.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 777 | დაამატა: nikucha | ტეგები: saqartvelos istoria, სტუდენტები, რუსთავი 2, ახალი ამბები, საქართველოს ისტორია, rustavi2 kurieri, განათლება, დონეცკი, კურიერი, აფხაზეთი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...