გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » მარტი » 28 » შტოლენის სემიფრედო - კულინარია, რეცეპტები
1:48 PM
შტოლენის სემიფრედო - კულინარია, რეცეპტები






საჭირო მასალა: 2 კგ ფქვილი, 1 კგ ქიშმიში, 200 გ დათლილი ნუში, 750 გ შაქარი, 250 გ ნედლი საფუარი, 0,5 ლ რძე, 200 გ ლიმონისა და ფორთოხლის ცუკატები, 750 გ კარაქი, 1 სირჩა რომი, 1 ლიმონი, მწიკვი დაფქული ილი, მწიკვი მარილი, ნუშისა და ლიმონის ესენცია – გემოვნებით, დამატებით – 125 გ გამდნარი კარაქი და 250 გ შაქრის პუდრი.

მომზადება: ქიშმიშს დავასხათ ოთახის ტემპერატურის წყალი და დავალბოთ. ფქვილი, შაქარი და მარილი დიდ თასში მოვათავსოთ. თბილ რძეში გავქნათ საფუარი და გავაჩეროთ 10 წუთით. კარაქი გავადნოთ და გავაცივოთ. მშრალ ინგრედიენტებს შევურიოთ ჯერ კარაქი, შემდეგ რძისა და საფუვრის მასა. დავუმატოთ სანელებლები, რომისა და ლიმონის ესენციები, ლიმონის წვენი და რომი. მოვზილოთ ცომი, ჩავდოთ თასში და ტილოგადაფარებული თბილ ადგილას დავდგათ, რომ აფუვდეს. აფუებულ ცომს შევაზილოთ ნუში, ცოტაოდენ ფქვილში არეული ცუკატები და ქიშმიში. ცომი ორად გავყოთ, გუნდები დავდოთ თუნუქის ფურცელზე და კიდევ ერთხელ ავაფუოთ 1 საათის განმავლობაში, შემდეგ გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 1 საათის განმავ.ლობაში. გამოცხობამდე ცოტა ხნით ადრე ნამცხვარს ფოლგა გადავაფაროთ და ისე დავასრულოთ ცხობა. ცხელ-ცხელ შტოლენს დავასხათ გამდნარი კარაქი და მოვაყაროთ შაქრის პუდრი.

გაცივებული შტოლენი გავახვიოთ ფოლგაში და ისე შევინახოთ. ინახება 1 თვის განმავლობაში.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 913 | დაამატა: nikucha | ტეგები: რეცეპტი, მზარეული, კულინარია, Semifredo, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, shtoleni, შტოლენი, სემიფრედო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...