გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » მარტი » 30 » Are you still with us?
11:42 PM
Are you still with us?






წასულებზე გაჩერება არ შეიძლებაო და… დროზე ახალი პოსტი! :)) ალბათ ძნელია მოძებნო ადამიანი, რომელიც ჩემზე შორს არის ფეხბურთისგან. არ მიყვარს, ვერ ვერკვევი და ერთი მატჩიც არ მინახავს თავიდან ბოლომდე. მაგრამ ის შთაბეჭდილება, რაც ჩემზე ჰეინეკენის ამ კამპანიამ მოახდინა, ნამდვილად დიდხანს გამყვება :) შარშან ზაფხულში JWT-ს მილანის სააგენტომ ჰეინეკენისთვის დაიწყო კამპანია სახელად „Are you still with us?“ როგორც ცნობილია, ფეხბურთის მოყვარულებისთვის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა და ხელშეუხებელი რიტუალი, მეგობრებთან და ლუდთან ერთად დიდი მატჩის ყურებაა. მაგრამ, ამ რიტუალს ხშირად ემუქრება ხოლმე „საფრთხე“ — მეგობარი გოგოებისგან, უფროსობისგან, ლექტორებისგან და სხვა „ბოროტი“ ადამიანების მხრიდან, რომლებიც მუდამ ცუდ დროს და ცუდ ადგილზე ეჩხირებიან ხოლმე მეგობრებს :)) კამპანიის ყველა სარეკლამო რგოლიც ამ თემის გარშემო იყო. ისინი მოუწოდებდნენ ბიჭებს, კაცურად დადგომოდნენ ამ წინააღმდეგობებს და არცერთ შემთხვევაში არ მიეცათ უფლება სხვებისთვის, გაეფუჭებინათ მსგავსი სანუკვარი მომენტები. :) სარეკლამო რგოლებს ვებსაიტიც უწევდა პარტნიორობას, სადაც სხვა გასართობებთან ერთად, სპეციალური რჩევებიც იყო ჩამოწერილი, როგორ შეიძლებოდა მსგავსი სიტუაციებიდან გამოძრომა და მეგობრებთან ერთად ფეხბურთის წყნარად ყურება. ჰეინეკენის ეს კამპანია კი 21 ოქტომბერს გენიალურმა ივენთმა დააგვირგვინა. ამ დღეს ჩემიპიონთა ლიგის დიდი მატჩი იყო დაგეგმილი — მილანისა და მადრიდის რეალის შეხვედრა! მატჩი, რომელსაც უამრავი გულშემატკივარი თვეების მანძილზე ელოდა და სიზმარშიც კი გეგმავდა საღამოს — ლუდთან, მეგობრებთან და დიდეკრანიან ტელევიზორთან ერთად :) მაგრამ, ჰეინეკენს არ ეძინა! :D 21 ოქტომრის საღამოს დაინიშნა „პოეზიისა და კლასიკური მუსიკის საღამო სიმებიან კვარტეტთან ერთად“. მათ „დაავერბოვკეს“ 200 ადამიანი — მეგობარი გოგოები, ლექტორები და მედია-მენეჯერები და დაავალეს მათ, საკუთარი ბოიფრენდები, სტუდენტები და დაქვემდებარებული ჟურნალისტები ნებისმიერი გზით მიეყვანათ ამ კონცერტზე. გოგოებმა ტრადიციული სვლები გამოიყენეს — „ორი ბილეთი მაჩუქა მამაჩემმა… მერე რა, რომ მატჩია? ჩემს გამო მატჩს არ გამოტოვებ?..“ :)) ლექტორებმა მოთხოვეს საკუთარ სტუდენტებს კონცერტზე დასწრება, რომლის გარეშეც ნიშანს ვერ ეღირსებოდნენ. და მედია მენეჯერებმა კი, პირდაპირ დაავალდებულეს საკუთარ ჟურნალისტებს კონცერტის პირდაპირ ეთერში გაშუქება :)) ამ ორასმა ადამიანმა საერთო ჯამში 1,136 სახეჩამომტირალი გულშემატკივრის „მითრევა“ მოახერხა კლასიკური მუსიკისა და პოეზიის საღამოზე! :)) და საღამო დაიწყო… ამის შემდეგ რა მოხდა, შეგიძლიათ ნახოთ ამ ვიდეოში, რომელიც წლევანდელი Media Lions-ის გრან-პრის მთავარი პრეტენდენტია. ან უბრალოდ გააგრძელეთ კითხვა ვიდეოს ქვევით :) … და საღამო დაიწყო. სცენაზე სიმებიანი კვარტეტი გამოვიდა და რაღაც სონატის შესრულება დაიწყო. მათ უკან კი, დიდ ეკრანზე, ხელი და კალამი ჩანდა, რომელიც ნელ-ნელა, ქათქათა ფურცელზე, ლექსების სტროფებს წერდა… დარბაზში კი ოფიციალური პანაშვიდი იყო. იქ მყოფი 1000-ზე მეტი გულშემატკივარი ტრაგიკული სახით შესცქეროდა სანახაობას და, ალბათ, გულში შურისძიების გეგმებს აწყობდა. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ, ეკრანზე კალამმა ლექსების წერა შეწყვიტა და დაწერა ფრაზა: „რთულია ხომ ბოსისთვის უარის თქმა?..“ დარბაზი გაურკვეველმა სახეებმა მოიცვა. კალამი წერას აგრძელებდა: „… და მეგობარი გოგოსთვის?..“ „… და, მატჩზე უარის თქმა?..“ აქ უკვე ხარხარი ატყდა. მაგრამ უმრავლესობა მაინც ვერ ხვდებოდა რაში იყო საქმე :)) „როგორ იფიქრეთ დიდი მატჩის გამოტოვება?!“ — გააგრძელა კალამმა. „Are you still with us?“ :) და ამ დროს, სიმების კვარტეტმა შეწყვიტა სონატა და ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის შესრულება დაიწყო! :) დარბაზში სტვენა, აპლოდისმენტები და ხარხარი არ წყდებოდა. :) კალამმა საბოლოო ფრაზა დაწერა: „ამ მომენტში რეალისა და მილანის შეხვედრა იწყება. მოდით, ერთად ვისიამოვნოთ მატჩით!“ „Heineken® — made to entertain“ და დიდ ეკრანზე პირდაპირი ეთერი ჩაირთო სანტიაგო ბერნაბეუდან! :) ეს ივენთი იყო შედევრი და ალბათ, რეკლამისა და მარკეტინგის ისტორიაში შევა! წარმომიდგენია, გულშემატკივრებზე რა ეფექტი ექნებოდა, როდესაც მე, რომელსაც ფეხბურთთან არანაირი შეხება არ მაქვს, ჟრუანტელმა დამიარა ყურებისას :)) და ივენთის შედეგი? — არაჩვეულებრივი :) ხაფანგში გაება 1,136 გულშემატკივარი, კონცერტიდან პირდაპირი ეთერი Sky Sport-ზე გადაიცემოდა, რომელსაც 1,5 მილიონი ტელემაყურებელი უყურებდა, საღამო ყველა მედია-საშუალებამ გააშუქა და მეორე დღის ახალ ამბებში 10-მა მილიონმა ადამიანმა იხილა სიუჟეტები, ინტერნეტში კი, ჯამში 5 მილიონზე მეტი უნიკალური ვიზიტორი დაფიქსირდა ოფიციალურ საიტზე, ბლოგებზე, ფორუმებში და სოციალურ ქსელებში! :) და მართლაც, Heineken — made to entertain! :)

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 809 | დაამატა: nikucha | ტეგები: Milani, ჰეინეკენი, ლუდი, ჩემიპიონთა ლიგა, მილანი, მადრიდის რეალი, Heineken, chempionta liga, ფეხბურთი, madridis reali | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...