გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » მარტი » 31 » ფილმის, „ I Frankenstein / მე, ფრანკენშტეინი“ რეცენზია!
7:44 AM
ფილმის, „ I Frankenstein / მე, ფრანკენშტეინი“ რეცენზია!






დღეს, 12 მარტს ცნობილი ამერიკელი მსახიობის აარონ ეკჰარტის დაბადების დღეა. ცნობილ ამერიკელ მსახიობს 47 წელი შეუსრულდა, ხოლო ჩვენ ამ ღირსშესანიშნაობასთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ მისი უკანასკნელი ფილმის რეცენზია შემოგვეთავაზებინა..

პირველად მიჭირს სიტყვების მოძებნა იმისთვის, რომ აღვწერო ის, რაც მოცემული კინოფირის ყურებისას ვიხილე. სეანსის დასრულების შემდეგ მინიმალური ემოციები მქონდა, ხოლო ფიქრები – ძალიან ბევრი. ვეცდები ყველაფერი თანმიმდევრობით გადმოგცეთ.

დავიწყოთ იქიდან, რომ ფრანკენშტეინის ურჩხულის – ლიტერატურული პერსონაჟის, საუკეთესო ხორცშესხმა იყო მერი შელის რომანში „ფრანკენშტეინი, ან თანამედროვე პრომეთე“. ინგლისელი მწერალი მაშინ მხოლოდ 18 წლის იყო. ამ წიგნის გამოსვლის შემდეგ, მრავალმა ავტორმა სცადა ეს ისტორია თავისი ხედვით გადმოეცა. რა თქმა უნდა, მათ „სამეცნიერო-ფანტასტიკის“ ჟანრს ბევრი რამ შემატეს, მაგრამ ქევინ გრევის გრაფიკულ რომანსა და მის ეკრანიზაციაში, რომელსაც უფრო უგემოვნო სახელი ვერ დაერქმეოდა, ვიდრე „მე, ფრანკენშტეინი“, არეულია გაურკვეველი რაღაცები, აბსურდი და სისულელე ისე, რომ გაოცდები კიდეც.

სიუჟეტი. მთელ მსოფლიოში ცნობილი ურჩხული, უბრალოდ, აიღეს და თანამედროვე სამყაროში მოათავსეს, სადაც უკვე ძალიან დიდი ხანია ომი მიმდინარეობს ორ კლანს შორის : სინათლის მეომრებს (გორგულიებს) და ჯოჯოხეთის წარმონაქმნებს (შავებში გამოწყობილ დემონებს) შორის. საინტერესოა, რომ ერთსაც და მეორესაც შეუძლიათ ადამიანის ფორმა მიიღონ. რატომღაც ამ სამყაროს და ფრანკენშტეინის გზები გადაიკვეთა და ყველა გაურკვეველმა არსებამ გადაწყვიტა, რომ მას შეუძლია ამ მტრობას ბოლო მოუღოს. ამის გამო, უბედურ მოსიარულე მკვდარზე იწყება ნადირობა. თუკი, დემონების მოტივი ცოტათი გასაგებია (გამხელას არ ვაპირებ.. მაგრამ ვფიქრობ, რომ ადამიანისთვის, რომელსაც აზროვნება შეუძლია, ამის მიხვედრა სირთულეს არ წარმოადგენს), გორგულიების სურვილი, რომ დაიცვან და თავიანთ მხარეს გადმოიყვანონ სტუდენტი-მეცნიერის ქმნილება… ეს ძალიან გაუგებარია. ასე, რომ, გარდა იმისა, რომ არ შეიძლება ადამის (დიახ, გორგულიების ორდენის წინამძროლი მას სახელსაც არქმევს) ცუდ ხელში მოხვედრა, არაფრის ახსნას არ აპირებენ.

„და მერე რა?“ – იკითხავთ თქვენ. გავაგრძელებ და მიხვდებით, რომ ეს ყველაზე ცუდი არაა. საქმე ისაა, რომ ურჩხულის მოვლენის ისტორიას დასწყისში, საეკრანო დროის მხოლოდ 10 წუთი ეთმობა. ამას მოჰყვება, საშინელი სისულელე იმის შესახებ, რომ ადამი არის კაცობრიობის მხსნელი, რომლის დახმარების გარეშეც ყველაფერი ცოცხალი განადგურდება. ამის ყურება, მთელი ნახევარი საათი, ფიზიკურად შეუძლებელია.

უი, „მე, ფრანკენშტეინში“ თქვენ იხილავთ სამ დაუვიწყარ მომენტს, რომელმაც მე შოკში ჩამაგდო.

1) როცა ურჩხული მეტროში ვაგონებს შორის ვარდება, ხოლო შემდეგ მოძრავი მატარებლის კარში ძალიან წყნარად შემოდის. ამასთან ერთად, ყველა მგზავრი ძალიან წყნარად ზის და საერთოდ რეაქცია არ აქვს. ჩვეულებრივი გამოჩენაა, რა უნდა ვილაპარაკოთ.
2) მოტივაცია, რომელიც დემონების პრინცმა მოიფიქრა, რათა ეიძულებინა ქალი-მეცნიერი ემუშავა იმ დროს, როცა მან უარი თქვა, უბრალოდ, ავტორების გენიალობას სცდება. მემგონი, ცოტა მეტი სარკაზმი მომივდა. ზოგადად, ძალიან სასაცილო იყო.
3) სიტყვები, რომლებიც ფენტეზის დასასრულს ითქვა. უფრო ერთუჯრედიანი და სულელური შინაარსის ფრაზა, არასდროს მომისმენია.

ატმოსფერო. მზად იყავით პათოსის დიდი ღრუბლისთვის, რომელიც მოგროვილია მთავარი გმირისა და უთვალავი დემონის გარშემო , რომელსაც ჩვენი მეგობარი მთელი მოქმედების მანძილზე დააქუცმაცებს, როგორც კომბოსტოს . ეს ყველაფერი იმ სულელურ კომპიუტერულ თამაშს ჰგავს, რომელშიც არის პროტაგონისტი და ბევრი სულელი დამქაში, რომელთა განადგურებისთვის მონეტებს გაძლევენ. აქ, ასევე, გვხვდება სიუჟეტის მოულოდნელი შემოტრიალებით მაყურებლის გაოცების მცდელობებიც, რომლებიც რეალურად ძალიან პროგნოზირებადია. ამ მომენტებში შეგიძლია ცოტა გაიზმორო, ასე, რომ ამის შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ. სურათში დიალოგებიც არ ბრწყინავს, ამიტომ გგონია, რომ მთავარი გმირი საგიჟეთიდან გამოქცეული ფსიქოპატი უფროა, ვიდრე გაცოცხლებული ლეგენდა.

რაც შეეხება ჩვენს იუბილარს, აარონ ეკჰარტს, რომელიც ადამის როლს ასრულებს, საკმაოდ არადამაჯერებლად თამაშობდა და ამ ფილმით ჩვენი სიმპათია ვერ გამოიწვია. ალბათ, მისახვედრია, რომ თუ ცენტრალური პერსონაჟი ვერ აოცებს მაყურებელს, ესეიგი მთელს ფილმს მარცხის სუნი უდის.

სპეცეფექტები. არ შეიძლება ითქვას, რომ გასაოცარი იყო, მაგრამ, მაინც, არის ფილმში ერთ მომენტი, სადაც ისინი საკმაოდ ნორმალურად არის გამოყენებული. ეს დემონებისა და გორგულიების პირველ ბრძოლას ეხება, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში ეს, უბრალოდ, დეკორაციების ნგრევა და ჩვენი ადამის აქეთ-იქით მიხეთქებაა.

მუსიკა. ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ ის არა მხოლოდ არ გვამახსოვრდება, არამედ რაღაც მომენტებში ფილმის ადეკვატურად აღქმაშიც ხელს გვიშლის. ამის შესანიშნავი მაგალითია, როცა მთავარი გმირი ლაბორატორიაში, თავისი მეგობარი გოგონას გადასარჩენად მიდის. ამ მომენტში მუსიკა კიდევ უფრო მეტი პათოსის შეგრძნებას გვიქმნის (არადა, გეგონებოდა, რომ მეტი, უბრალოდ, შეუძლებელი იყო).

დასკვნა. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამის ყურებას არავის ვურჩევ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყველასთვის უკეთესი იქნებოდა, რომ ლეგენდა არ გაცოცხლებულიყო.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 871 | დაამატა: nikucha | ტეგები: აბსურდი, ისტორია, დაბადების დღე, აზროვნება, არსება, მე, Frankenstein, გზები, მერი შელი, აარონ ეკჰარტი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...