გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » მარტი » 31 » ორი ქართველი, ამჯერად ტოკიოს ნაციონალურ ოპერაში…
7:48 AM
ორი ქართველი, ამჯერად ტოკიოს ნაციონალურ ოპერაში…






2 აპრილს, ტოკიოს ნაციონალურ ოპერაში, პირველად ამ თეატრის ისტორიაში ორი ცნობილი ქართველი მომღერალი ერთად იმღერებს.
ჯ. ვერდის გენიალურ ქმნილებაში “ბედის ძალა”, დონა ლეონორას პარტიას ამჯერად ქართველი დრამატული სოპრანო იანო თამარ შეასრულებს. მან ამ როლით უკვე აღაფრთოვანა მიუნხენის „შტატს ოპერის“ მსმენელი.
ამ სცენაზე „კარმენში“ წარმატებული დებიუტის შემდეგ, მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე კი პრეციოზილას როლით წარსდეგება ტოკიოს ნაციონალური ოპერის მსმენელის წინაშე. მან, ეს საოპერო როლი პირველად ვაშინგტონში შეასრულა 2013 წელს.
სპექტაკლს უდირიჟორებს ახალგაზრდა მაესტრო ვენესუელადან ხოზე ლუის გომესი. დამდგმელი რეჟისორი კი ცნობილი ესპანელი რეჟისორი ემილიო სახია. სპექტაკლები ტოკიოს ნაციონალურ ოპერის სცენაზე 14 აპრილამდე გაგრძლედება.
ქეთევან ქემოკლიძე და იანო თამარ წარმატებით გამოდიან მსოფლიოს ისეთ წამყვან სცენებზე როგორიცაა მილანის „ლა სკალა“, ბერლინის „დოიჩე ოპერა“, ვაშინგტონის „ნაციონალური ოპერა“, ვენის „შტატს ოპერა“, ლონდონის „კოვენთ გარდენი“, ვენეციის „ფენიჩეს თეატრი“, ცურიხის საოპერო თეატრი, მიუნხენის „შტატს ოპერა“, „არენა დი ვერონა“, ბარსელონას „ლისეო”, მადრიდი „სამეფო თეატრი“, სანტიაგოს „მუნიციპალური თეატრი“ და სხვა…



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 811 | დაამატა: nikucha | ტეგები: Tokyo, სამეფო თეატრი, Opera, ოკიოს ნაციონალურ ოპერა, ori qartveli, teatri opera, Tokio, tokios nacionaluri opera, samefo teatri, teatri | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...