გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » მარტი » 31 » no smoking! - იტერვიუ რამოდენიმე ახალგაზრდასთან თამბაქოს, სიგარეტის მოწევასთან დაკავშირებით
11:05 AM
no smoking! - იტერვიუ რამოდენიმე ახალგაზრდასთან თამბაქოს, სიგარეტის მოწევასთან დაკავშირებით






თამბაქო უამრავი წელია ადამიანებისთვის სერიოზულ პრობლემად იქცა. მას შემდეგ, რაც გაირკვა რამდენად დიდი ზიანის მოტანა შეუძლია ორგანიზმისთვის ნიკოტინს ძალიან ბევრ ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით სიგარეტის აკრძალვა დაიწყეს, განსაკუთრებით მოზარდებში. განსაცვიფრებელი ეფექტი ამ ყველაფერს არცერთ ქვეყანაში არ ჰქონია, საქართველოში კი კლების ნაცვლად მწეველთა რაოდენობა გამუდმებით იზრდება.

დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში სიგარეტზე დამოკიდებულთა რიცხვი 70%-ს შეადგენს. ბოლო ხანებში განსაკუთრებით ძალიან ბევრი მოზარდი გახდა დამოკიდებული ნიკოტინზე. რის გამო იწყებენ ახალგაზრდები მოწევას? რა თქმა უნდა, არა ერთი მიზეზი და საბაბი არსებობს. ზოგი ინტერესის გამო, ზოგს ჰგონია, რომ თავის ყოფით პრობლემებს სიგარეტით „აგვარებს“ და ნერვულ სისტემას იმშვიდებს, ზოგი საკუთარი თავისა და ღირებულებების დამკვიდრებას ცდილობს. ამ დროს კი დაფასოებულ სიგარეტს ერთგვარი „პიარწარწერა“ ამშვენებს : „მოწევა კლავს“.

ქეთი მაისაშვილი (ჟურნალისტი) 21 წლის :

–თითქოს ტენდენციად იქცა, რომ მოწევა „კაი ტიპობაა“. თითქმის ყველა მოზარდია ამაში ჩათრეული. ადრე, უფრო ბიჭები შედიოდნენ ამ სიაში, მაგრამ დღესდღეისობით, გოგოების უმრავლესობა აქტიური მწეველი გახდა. მოზარდებში საერთო სურათს რომ გადავავლოთ თვალი, ახლა უფრო მეტი მწეველი გოგოა, ვიდრე – ბიჭი. ზოგმა, უბრალოდ ინტერესისა და გართობის მიზნით დაიწყო მოწევა, ახლა კი თავს ვერ ანებებს, ზოგმა კი მიმბაძველობით . ჩემს გარშემო თითქმის ყველა მწეველია.

მერი მძელური (სტუდენტი) 20 წლის:

–პირველად სიგარეტი 15 წლის ასაკში გავსინჯე, ინტერესის გამო, შემდეგ უკვე მასზე დამოკიდებული გავხდი. ახლა კი, თავს ვეღარ ვანებებ, ჯიბეც „მითხელდება“ ნელ–ნელა.

–თავის დანებება არ გიცდია?

–სიმართლე რომ გითხრა მინდა, რომ თავი დავანებო სიგარეტს, მაგრამ არასდროს მიცდია. ამას ალბათ, დიდი ნებისყოფა უნდა, რაც ჯერ–ჯერობით მე არ მაქვს, თუმცა ვიცი, რომ თუ მოვინდომე ეს გამომივა.

სოფო ჭიპაშვილი (სტუდენტი) 21 წლის:

–ვფიქრობ, რომ სიგარეტი ყოველდღიურად არ უნდა მოწიო. მიმაჩნია , რომ არაეთიკურია საზოგადოებაში მოწევა. ძალიან იშვიათად ვეწევი, თუ სადმე შესაბამის ადგილას მოვხვდი, მეგობრებთან ერთად... უნდა მოწიო იმ შემთხვევაში,თუ ე.წ. „ლომკა“ გექნება. მე არასოდეს გავხდები მწეველი, პირველ რიგში იმიტომ, რომ არ მინდა მერქვას „მწეველი“, მეორე ვფიქრობ, რომ არ არის ლამაზი და რაც ყველაზე მთავარია ჩემთვის, ოჯახის და გარშემომყოფების ფაქტორი.


ნიკა საბანაძე ( ფეხბურთელი ) 21 წლის:

–ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ჯანმრთელობას უნდა გავუფრთხილდეთ და არ უნდა გავხდეთ მწეველები. ერთ–ერთი უმთავრესი მიზეზი ესაა. ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც უბრალოდ „მარიაჟობის“ გამო იწყებს სიგარეტის მოწევას და საბოლოოდ ვერ ანებებს თავს. ეს, რა თქმა უნდა, მათ ჯანმრთელობაზეც აისახება. ყველას რჩევას მივცემ: დაკავდით სპორტით და იქნებით ჯანმრთელნი.

მეცნიერები დიდი ხანია მივიდნენ დასკვნამდე, რომ მოზარდებში სასუნთქი სისტემის ჩივილები მოწევის შედეგია. თმის ცვენა, კატარაქტა, ნაოჭები, სმენის დაქვეითება, კანის კიბო, კბილების დაკარგვა, ფილტვის კიბო, ოსტეოპოროზი, გულის დაავადება, კუჭის წყლული,საშვილოსნოს კიბო ,დეფორმირებული სპერმა, არტერიებისა და ნერვების ანთება(ბერგერის დაავადება) - ეს იმ დაავადებათა მცირეოდენი ჩამონათვალია, რომლებსაც სწორედ თამბაქო იწვევს.

იაკო ამირანაშვილი



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 862 | დაამატა: nikucha | ტეგები: საოცარი ამბევი, სიახლეები, სიახლე, ambavi, ახალი ამბები, axali ambebi, saocari ambebi, siaxleebi, siakhleebi, ამბავი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...