გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » მარტი » 31 » ტარხუნა - სასარგებლო თვისებები და უკუჩვენებები
11:12 AM
ტარხუნა - სასარგებლო თვისებები და უკუჩვენებები






მცენარის დასახელება თარგმანში „პატარა დრაკონს“ ნიშნავს - შესაძლოა, ტარხუნის ფოთლების უჩვეულო ფორმის გამო, რომლებიც დრაკონის ქერცლს მიაგავს, მაგრამ, უფრო სავარაუდოა, ასახავს ტარხუნის სასარგებლო ძალაა გველის ნაკბენის წინააღმდეგ. ამ მცენარეს ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია.

არომატული და გემრიელი ტარხუნა - Tarragon, Artemisia dracunculus - აბზინდას ანუ ავშანის ახლო ნათესავია, თუმცა არ აქვს ის მომწარო გემო, რითიც აბზინდაა ცნობილი. ამიტომაც, აქტიურად გამოიყენება კერძებში. ველური სახით ტარხუნა აშშ-სა და ევროპის ზოგიერთ რეგიონში, ასევე მონღოლეთსა და ციმბირში გვხვდება.

ტარხუნას შემადგენლობა
მცენარის ფოთლები, ფესვები და ღერო შეიცავს ალკალოიდებს, კაროტინს, ფლავონოიდებს, კუმარინებსა.
ასევე, ტარხუნაში გვხვდება რუტინი, ეთერზეთები, A, D, E, K ვიტამინები, B ჯგუფის ვიტამინები და ასკორბინის მჟავა; გაჯერებული, გაუჯერებელი და პოლიგაჯერებული ცხიმ-მჟავები.
მცენარე მდიდარია მაკროელემენტებით (მაგნიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, ფოსფორი) და მიკროელემენტებით (რკინა, სპილენძი, თუთია, სელენიუმი, მარგანეცი).

სასარგებლო თვისებები
ტარხუნის ეთერზეთები არა მხოლოდ გასაოცარი არომატითა და გემოთი გამოირჩევა, არამედ სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმის ბევრი სისტემისთვისაც.
დამტკიცებულია ტარხუნის სასარგებლო თვისებები:
სტრესულ სიტუაციებთან, მოუსვენარ ძილთან, თავის ტკივილთან გამკლავებაში.
აქვს ეფექტური შარდმდენი და ორგანიზმის ჭიებისგან გამწმენდი თვისება.
ტარხუნის ნაყენი რეკომენდებულია ართრიტის და რევმატიზმის დროს.
მცენარე თირკმელებისა და საშარდე სისტემის დაავადებებისას აწესრიგებს ამ ორგანოების მუშაობას და აქრობს ვირუსისა და ანთების საწინააღმდეგო პროცესებს.
ანტივირუსული და ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით, გამოიყენება რესპირატორული სისტემის მკურნალობისას: ანგინების, ბრონქიტების, ფილტვების ანთებებისა და ტუბერკულოზის დროსაც კი.
ტარხუნის გარეგანი მოხმარებაც ეფექტურია: მას იყენებენ ეგზემების, მუნის, დამწვრობების დროს.
ასევე, მცენარე ზოგადად სისხლის მიმოქცევის სისტემისთვის და სისხლძარღვების გასამაგრებლად გამოიყენება.
ტარხუნა ანტიოქსიდანტების (სელენიუმი, ასკორბინის მჟავა, А და Е ვიტამინები) მთელი მადანია. სპობს ორგანიზმზე თავისუფალი რადიკალების გავლენას, ეწინააღმდეგება კანის დროზე ადრე დებერებას, აფერხებს ორგანიზმში ონკოლოგიური წარმონაქმნების გაჩენას.
ტარხუნა შეუცვლელია დიეტური კვების მხრივაც - 100 გრამში, დაახლოებით, 25 კილოკალორიაა. გასახდომი დიეტის დროს, როგორც წესი, მარილის მიღება იზღუდება და ტარხუნა, სხვა მწვანილებთან ერთად, მის შემცვლელად გამოიყენება. ამგვარად გვარდება „უგემური“ საკვების პრობლემა. ამ დროს მცენარე არა მხოლოდ აუმჯობესებს საკვების გემოს, არამედ ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე გამოჰყავს, წმენდს ნაწლავებს პარაზიტებისგან.
პოლიგაჯერებული მჟავების მაღალი შემცველობის წყალობით, ტარხუნა აწესრიგებს ცხიმოვან და ქოლესტერინულ ცვლას, ამაღლებს იმუნიტეტს, ორგანიზმის გამძლეობას ინფექციური და გრიპოზული დაავადებების მიმართ. იმავე მიზეზით, ტარხუნის გამოყენება მნიშვნელოვანია ჰიპერტონიის მქონე ადამიანებისთვის და მათთვის, ვისაც თირკმელებში ქვები აქვს.
ვიტამინების დიდი რაოდენობით შემცველობის გამო, მცენარე გამოიყენება როგორც პოლივიტამინური საშუალება.

ტარხუნის ზიანი
ტარხუნა შესაძლოა, მავნე იყოს მხოლოდ უზომო რაოდენობით მიღების შემთხვევაში. ამიტომ, მისი მიღებისას, ზომიერება უნდა დავიცვათ.
გარდა ამისა, ტარხუნა კატეგორიულად უკუნაჩვენებია ორსულობის დროს - მიიჩნევა, რომ მას ნაყოფის მოშლის პროვოცირება შეუძლია.


კვებითი ღირებულება

ნახშირი 1 გრ

სახამებელი 0.5 გრ

მონო და დისაქარიდები 4 გრ

წყალი 90 გრ

ორგანული მჟავები 0.1 გრ

საკვები ბოჭკოები 0.5 გრ



ვიტამინები

ვიტამინი PP (ნიკოტინმჟავა, ნიაცინი, ვიტამინი B3) 0.749 მგ

ვიტამინი C (C) 10 მგ

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) (B2) 0.03 მგ

ვიტამინი B1 (თიამინი) (B1) 0.03 მგ

ვიტამინი A (РЭ) (A (РЭ)) 100 მკგ

ვიტამინი A (A) 0.1 მგ



მინერალები

იოდი (I) 9 მკგ

რკინა (Fe) 0.5 მგ

ფოსფორი (P) 50 მგ

კალიუმი (K) 260 მგ

ნატრიუმი (Na) 70 მგ

მაგნიუმი (Mg) 30 მგ

კალციუმი (Ca) 40 მგ

მცენარის დოზირებასთან დაკავშირებით გთხოვთ, მიმართოთ სპეციალისტს.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 992 | დაამატა: nikucha | ტეგები: tarxunis limonati, ტარხუნა, tarkhuna, sasargeblo tvisebebi, სასარგებლო თვისებები, ukuchvenebebi, tarkhunis limonati, tarxuna, tarragon | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...