გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » მარტი » 31 » კულტურის მინისტრის თქმით, სოფო აბულაძემ თანამდებობა თავისი სურვილით დატოვა
1:56 PM
კულტურის მინისტრის თქმით, სოფო აბულაძემ თანამდებობა თავისი სურვილით დატოვა






კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, მის უწყებაში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს.

ცოტა ხნის წინ თანამდებობა დატოვა სოფო აბულაძემ. ის უწყებაში კულტურის სამინისტროს ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გახლდათ. სოფო აბულაძე კულტურის სამინისტროში წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა.

რამდენიმე კვირის წინ ინგა გრიგოლიას გადაცემაში "რეაქცია" დათო ოქიტაშვილმა, სოფო აბულაძე ირმა ნადირაშვილთან და გიგი უგულავას მეუღლესთან, ლელა კილაძესთან ერთად ე.წ. შავი სიების შედგენაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სოფო აბულაძე 24 საათი ელოდება, როდის შემოვა ეტლით საქართველოში მიხეილ სააკაშვილი.

"კურიერთან" საუბრისას მიხეილ გიორგაძემ განმარტა, რომ აბულაძემ დაკავებული თანამდებობა თავისი ნებით დატოვა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ერთიანდება რამდენიმე სამსახური და ახალ თანამდებობებზე კონკურსი გამოცხადდება, რომელშიც მონაწილეობის მიღებას, სამინისტროს ყოფილი თანამშრომლებიც შეძლებენ.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ნეკა სებისკვერაძე კულტურის სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე ინიშნება, თუმცა ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 759 | დაამატა: nikucha | ტეგები: sopho abuladze, დათო ოქიტაშვილი, სოფო აბულაძე, ირმა ნადირაშვილი, გიგი უგულავა, sopo abuladze, sofo abuladze, sofio abuladze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...