7:52 PM
მეცნიერების აღმოჩენა შოკოლადის შემადგენლობას სასარგებლოს ხდის
www.auf.ge -
ბელგიის განასა და გენტის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სასიამოვნო აღმოჩენა გააკეთეს. მათი რწმუნებით, შესაძლოა შოკოლადის შემცველობის გაუმჯობესება და მასი ანტიოქსიდანტური შემცველობის მნიშვნელოვნად გაზრდა.

აღმოჩენა ითვალისწინებს, რომ თუკი კაკაოს მარცვლები დამუშავებამდე ჰერმეტულად დახურულ მდგომარეობაში შვიდი დღე შეინახება, შემდეგ კი დაბალ ტემპერატურაზე დიდი ხნის განმავლობაში მოიხალება, შოკოლადი გახდება უფრო გემრიელი და სასარგებლო. მასში მოიმატებს პოლიფენოლური ნივთიერება, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის.

ამ გზით შოკოლადი გახდება ისეთივე სასარგებლო, როგორიც შეიძლება იყოს ერთი ჭიქა წითელი ღვინო.

ტრადიციულად, შოკოლადის შექმნისას, კაკაოს მარცვლების 130 ცელსიუს გრადუსის ტემპერატურაზე 10-20 წუთის განმავლობაში იწვება. ახალი აღმოჩენის მიხედვით, კი ამ დროის 45 წუთამდე გაზრდა, ყველასთვის საყვარელ ტკბილეულს უფრო ჯანსაღსა და სასარგებლოს გახდის.


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 972 | დაამატა: nikucha | ტეგები: ანტიოქსიდანტური შემცველობა, შოკოლადი, მეცნიერება, მსოფლიო, კაკაოს მარცვლები, ჯანსაღი პროდუქტი, ჯანმრთელობა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]