8:05 PM
ავღანეთიდან ჰარვარდის უნივერსიტეტამდე - ვეტერანი ქალის ისტორია
www.auf.ge -
ალისია უოტკინსი საჰაერო ძალების შტაბის ყოფილი სერჟანტია, რომელიც ერაყსა და ავღანეთში მსახურობდა. ამდენი ბრძოლის მიუხედავად, მისთვის ყველაზე რთული პერიოდი მაშინ დადგა, როდესაც ომიდან დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ უსახლკაროა.

2010 წელს ოპრა უინფრის შოუს ფარგლებში, უოტკინსის, როგორც უსახლკარო ვეტერანის ცხოვრება გაშუქდა. მისი სამზარეულო მუყაოს ყუთი იყო, სადაც მზა საჭმელს ინახავდა. ალისიას საწოლი მანქანა იყო, რომელსაც დღეში 10 დოლარად ქირაობდა.

5 წლის განავლობაში ალისია ყოველთვის უსახლკარო არ ყოფილა, თუმცა მისი კუთვნილი ოთახი უსახლკარო სამშვილიან დედას დაუთმო.

ოპრასთან ემოციური ინტერვიუს შემდეგ ალისიას ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. როგორც აღმოჩნდა, ვეტერანის უსახლკარობის შესახებ მისმა ოჯახმა და მეგობრებმა არ იცოდნენ. როდესაც ეს ამბავი შეიტყვეს, ალისია ოჯახის მეგობართან გადავიდა საცხოვრებლად და მანქანაში ღამეს აღარ ათევდა.

ალისიამ თქვა, რომ მისი ჯანმრთელობის გამო ვერ მუშაობს. მას თავის ტვინის დაზიანება, პოსტ ტრამვული სტრესული აშლილობა და ზურგის ტვინის დაზიანება აქვს.

იმის გამო, რომ მას უკვე აქვს დასარჩენი ადგილი, ალისიამ გადაწყვიტა სწავლაზე იფიქროს და უნივერსიტეტებში გაგზავნა საბუთები.

"დაჭრილი მეომრებისთვის ზრუნვა მინდოდა და გადავწყვიტე ჰარვარდის უნივერსიტეტში გამეგზავნა საბუთები," თქვა ვეტერანმა. "2012 წელს მიმიღეს."

უოტკინსმა თქვა, რომ პირად ცხოვრებაშიც კარგი ამბები აქვს. "ახლახანს დავინიშნე, ჩემს დაბადების დღეზე."


ნანახია: 1026 | დაამატა: nikucha | ტეგები: ავღანეთი, ვეტერანი, საზოგადოება, ერაყი, მსოფლიო, საჰაერო ძალები, ოპრა უინფრი, გმირები, აშშ, ჰარვარდის უნივერსიტეტი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]