8:23 PM
სუპერკომპიუტერი, რომელიც ადამიანს ზუსტ დიაგნოზს დაუსვამს
www.auf.ge -
სუპერკომპიუტერი სახელად ვათსონი საერთაშორისო ბიზნეს მოწყობილობების კომპანიის უახლესი პროდუქტია. მასზე მუშაობის დაწყებისა და შექმნის დღიდან ითვლება, რომ ის იქნება საუკეთესო დიაგნოსტი სამედიცინო სფეროში.

მას შეუძლია შეინახოს იმაზე მეტი სამედიცინო ინფორმაცია, ვიდრე ამას ადამიანის ტვინი მოახერხებს. მისი გადაწყვეტილებები კი დაფუძნებული იქნები მყარ მტკიცებულებებს. მოკლებული იქნება ყოველგვარ ადამიანურ ეჭვებს ან პროფესიულ თავდაუჯერებლობას. ვათსონს შეუძლია ადამიანის ბუნებრივი ენის აღქმა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჰიპოთეზის ჩამოყალიბება, ამ ჰიპოთეზის სანდოობის განსაზღვრა და მნიშვნელობის პოვნა.

იმის გათვალისწინებით, რომ სუპერკომპიუტერის გაუმჯობესებაზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, უნდა ვივარაუდოთ, რომ მხოლოდ დროის საკითხია, მოწყობილობამ დიაგნოსტიკაში ყველაზე წარმატებულ ექიმებს აჯობოს.

"გადაწყვეტილების მიღებისას, ის ითვალისწინებს მის ხელთ არსებულ ყველა საჭირო თეორიას. ის იმახსოვრებს იმ რაოდენობის ინფორმაციას, რომლის დამახსოვრებაც ნებისმიერი ადამიანის ტვინის ძალას აღემატება. არასდროს ორჭოფობს ან ივიწყებს თუნდაც მცირე დეტალს. სვამს ლოგიკურ და თანმიმდევრულ სამედიცინო კითხვებს, რაც აუცილებელია სწორი დიაგნოსტიკისთვის. თუ ერთი და იგივე მონაცემებს შეიტანთ, ვათსონი ყოველთვის ერთსა და იმავე დიაგნოზს გიჩვენებთ. მის სასარგებლოდ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვათსონი ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება, არასდროს იქნება მოუცლელი, გაღიზიანებული, დაღლილი ან ნაბახუსევზე მყოფი. არასდროს იქნება განქორწინების ზღვარზე, რაც ასე უარყოფითად მოქმედებს ყველაზე გამოცდილი მედიკოსების პროფესიულ საქმიანობაზეც. მისი ტექნოლოგიურად გამართვა საკმაოდ ძვირ ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუმცა როგორც კი მასზე მუშაობა დამთავრდება, ის მისაღებ ფასად ხელმისაწვდომი იქნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ყველას ვისაც ხელი მიუწვდება სმარტფონსა თუ კომპიუტერზე, საშუალება ექნება ისარგებლოს ვათსონით. მას წაკითხული აქვს ათასობით სახელმძღვანელო, ფლობს ორი მასიური სამედიცინო ჟურნალის სამეცნიერო ბაზას და ათასობით პაციენტის მონაცემს. გაანალიზებული აქვს 605 ათასი სამედიცინო მტკიცებულება, 25 ათასი სასწავლო შემთხვევა და 2 მილიონი გვერდის რაოდენობის საჭირო ტექსტი." - წერს მოწყობილობის თანაავტორი ენდრიუ მაქაფი.

როგორ მუშაობს ვათსონი პრაქტიკაში?

პირველ რიგში, საჭიროა ადამიანმა აღუწეროს და მიუთითოს ავადმყოფობასთან დაკავშირებული სიმპტომები და სხვა გარეშე ფაქტორები. ის გაითვალისწინებს როგორც ოჯახის წევრების სამედიცინო ისტორიას, ისე ადრე მიღებულ ან დანიშნული მედიკამენტების გავლენასაც. ინფორმაციას კი შეაჯამებს სამედიცინო ისტორიების, ექთნების ჩანაწერების, ექიმების დასკვნებისა და სამეცნიერო წიგნების გათვალისწინებით.

სუპერკომპიუტერის პოტენციალი შთამბეჭდავია, მისი გამოყენება ჯერჯერობით მხოლოდ ერთეულ სამედიცინო დაწესებულებებს შეუძლიათ. თუმცა, შემქმნელები ვარაუდობენ, რომ დღე როცა ვათსონი, ადამიანების პირად დიაგნოსტებს ჩაანაცვლებს, საკმაოდ მალე დადგება.


ნანახია: 1023 | დაამატა: nikucha | ტეგები: სუპერკომპიუტერი, მეცნიერება, მსოფლიო, biznesi, diagnozi, Watson, დიაგნოსტიკა, ბიზნესი, ჭკვიანი მოწყობილობები, mecniereba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]