გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » აპრილი » 3 » დედამიწის უკანასკნელ მარტორქას რეინჯერთა დიდი გუნდი დაიცავს
8:32 PM
დედამიწის უკანასკნელ მარტორქას რეინჯერთა დიდი გუნდი დაიცავს






შავი ბაზრისა და ბრაკონიერების გამო ძუძუმწოვართა კლასის იშვიათი წარმომადგენელი მარტორქა თითქმის გადაშენებულია. გამონაკლისს კენიის ბუნების დაცვის კომიტეტის ნაკრძალში არსებული ჩრდილოეთის თეთრი მარტორქა წარმოადგენს, რომელიც დედამიწაზე თავისი ჯიშის უკანასკნელი წარმომადგენელია. ბუნებრივია, რომ მისი რქის ფასიც შავ ბაზარზე მაღალია, სწორედ ამიტომ შეიარაღებული ბრაკონიერები მარტორქის სიცოცხლისთვის მუდმივ საფრთხეს წარმოადგნენ.

ბუნების დაცვის კომიტეტის გადაწყვეტილებით, 370 კვადრატული კილომეტრის ფართობის დაცულ ნაკრძალზე, დედამიწის უკანასკნელ მარტორქას გამოცდილი რეინჯერებისა და სამართალდამცავების გუნდი იცავს. მასშტაბური დაცვის მეთვალყურეობა ხდება როგორც გამოცდილი GPS მოწყობილობებით, ისე სათვალთვალო თვითმფრინავებითა და გაწვრთნილი ძაღლების მეშვეობით.

ამჟამად მეცნიერები ხელოვნური განაყოფიერების და მეტიზაციის საშუალებით ცდილობენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მყოფი რამდენიმე მდედრი მარტორქის განაყოფიერებას, რაც მომავალში მათ საშუალებას მისცემს თავიდან გამოიყვანონ გადაშენების პირას მყოფი მარტორქების უიშვიათესი ჯიში.

ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჩრდილოეთის თეთრი მარტორქა მალე მარტო აღარ იქნება და გაძლიერებული დაცვის გარეშე შეძლებს არსებობას.

ამ სტატიის 7 სურათი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე.


მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 946 | დაამატა: nikucha | ტეგები: მარტორქა, მსოფლიო, რეინჯერები, ckhovelebi, ბრაკონიერები, martorqa, კენია, cxovelebi, ბუნების დაცვის კომიტეტი, ცხოველები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...