მარიხუანა ქაშერული პროდუქციის სიას დაემატა / marikhuana qasheruli produqciis sias daemata - 3 აპრილში 2015 - Social Mega Portal



Загрузка...
მთავარი » 2015 » აპრილი » 3 » მარიხუანა ქაშერული პროდუქციის სიას დაემატა / marikhuana qasheruli produqciis sias daemata
8:55 PM
მარიხუანა ქაშერული პროდუქციის სიას დაემატა / marikhuana qasheruli produqciis sias daemata






ქაშრუთი ებრაული კანონების ერთობლიობას წარმოადგენს, რომელიც კვებასა და საკვებ პროდუქტებს ეხება. ის იუდაიზმის მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ მისი კანონები მკაცრად კონტროლდება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ორთოდოქსი ებრაელების მიერ.

ყველაზე მნიშვნელოვანი ებრაული დღესასწაულის, პასექის მოახლოებასთან ერთად, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარიხუანა ქაშერული პროდუქციის რიცხვს დაემატა და მისი მოხმარება დღესასწაულის პერიოდში ნებადართული იქნება.

როგორც ცნობილი ებრაული გამოცემა, Haaretz იუწყება, ჟურნალისტებისა და მოქალაქეების ეჭვების გასაფანტად, რამდენიმე რაბინმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა მათგანმა ანონიმურად დარჩენა არჩია, თუმცა ერთ-ერთი რაბინი გაზეთს ღია კომენტარს აძლევს: - " მიუხედავად იმისა, რომ მე კეთილგანწყობილი არ ვარ არანაირი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტთან, მარიხუანა შედის ქაშერული პროდუქტების რიცხვში. მისი მოხმარება მთელი წლის მანძილზე შეუძლიათ, ასე რომ დღესასწაულის პერიოდი განსაკუთრებულ გამონაკლისს არ წარმოადგენს. უბრალოდ მოვუწოდებ მის მომხმარებელს დაფიქრდნენ, რამხელა ზიანი შეუძლიათ მოუტანონ საკუთარ ჯანმრთელობას".

წიგნის, "ალკოჰოლი და ნარკოტიკები იუდაიზმში"-ს ავტორი, მღვდელი მაზკერეტ ეფრაიმ ზალმანოვიჩი მოუწოდებს მარიხუანის მომხმარებლებს გაიხსენონ დღესასწაულის წესები. " დანარჩენ შემთხვევაში, მარიხუანა აბსოლიტურად ქაშერულია, თუმცა მე ვურჩევდი ყველას საკუთარი ჯანმრთელობის დასაცავად თავი შეეკავებინათ მისგან"

ისრაელის ყველაზე მსხვილი თამბაქოს კომპანია Dubek დღესასწაულის დროს პროდუქციას სპეციალურ სტიკერს აკრავს - "დაშვებულია პასექის დროს". თამბაქოსთან ერთად, უკვე დაშვებული პროდუქციის რიცხვს მარიხუანაც შეემატება.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 137 | დაამატა: nikucha | ტეგები: მარიხუანა, საზოგადოება, მსოფლიო, პასექი, რაბინი, janmrteloba, ქაშერი, ისრაელი, ქაშერული პროდუქცია, ჯანმრთელობა | რეიტინგი: 0.0/0

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: