მანდატურმა გიორგი მელიქიძემ პირველკლასელის სიცოცხლე გადაარჩინა
მანდატურმა გიორგი მელიქიძემ გუშინ (2 აპრილს) პირველკლასელი მოსწავლის სიცოცხლე გადაარჩინა.
მან ბავშვს სწორედ იმ დროს მიუსწრო, როდესაც შემთხვევით ტკბილეული გადასცდა.
"პირველ სართულზე ვიყავი,როცა ერთ-ერთი კლასიდან ყვირილის ხმა მომესმა, სასწრაფოდ იქით გავიქეცი, კლასში შევვარდი და დავინახე გალურჯებული ბავშვი. სიტუაცია მაშინვე გავიაზრე და შევუდექი საქმეს. მესამე მცდელობაზე ბავშვს პირვანდელი სახის ფერი დაუბრუნდა ამოისუნთქა და თავი უკეთ იგრძნო. დავრწმუნდი, რომ ბავშვი კარგად იყო და დავმშვიდდი." - ყვება გიორგი მელიქიძე
მანდატურებს გავლილი აქვთ პირველადი სამედიცინო დახმარების მოსამზადებელი კურსი, რომელიც ეხმარებათ კრიზისულ სიტუაციებში დაიცვან ბავშვთა უსაფრთხოება.