თბილისის ზოოპარკს კიდევ ერთი ახალშობილი ყავს. ხმალკბილა ვეფხვი ზოოპარკის ბინადრებს პირველ აპრილს შეემატათ.
ზოოპარკის საპირველაპრილო განცხადებით, პატარა ჯანმრთელია და განცალკევებულ ვოლიერში დედასთან ერთად ცხოვრობს, რომელიც მას განსაკუთრებულად უვლის და აპროტესტებს შვილთან ვინმეს მიახლოვებას.
ხუმრობის გარეშე კი, ხმალკბილა ვეფხვი კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელი იყო, რომელიც ბინადრობდა ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.