გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » აპრილი » 8 » ჯადოსნური ვიდეო "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან"
4:02 AM
ჯადოსნური ვიდეო "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან"






"ჰოგვორტსის სკოლაში მოვიდა სიგნალი, რომ მეოთხე კლასელ ლუკას ჰარი პოტერის მესამე ნაწილის წაკითხვა სურდა... სამწუხაროდ მაგლებისთვის განკუთვნილ წიგნის მაღაზიებში ეს წიგნი არ აღმოჩნდა" - ასე იწყება ვიდეორგოლი, რომელიც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გაავრცელა.

სკოლის მოსწავლე ლუკა ღურწკაიამ, გამომცემლობას facebook-ის გვერდზე რამოდენიმეჯერ მიმართა თხოვნით, რომ "ჰარი პოტერის" მესამე ნაწილს ეძებდა და ვერსად მიაკვლია. "თუ კითხვებით გაწუხებთ, მაპატიეთ, იმიტომ რომ ძალიან მომწონს ჰარი პოტერი, პირველი ორი ნაწილი წავიკითხე და ლამისაა გავგიჟდე" - წერდა ლუკა.

"ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ" ლუკა ღურწკაიას თხოვნა გაითვალისწინა, სკოლაში ესტუმრა და "პარი პოტერის" არა მხოლოდ მესამე ნაწილი, სერიის ყველა დანარჩენი წიგნიც საჩუქრად გადასცა.

"აქ მართლა გავგიჟდი. თავიდან მეგონა რომ ვოცნებობდი. მაგრამ რეალობა. არ ვიცი. დიდი მადლობა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას" - წერს პატარა ლუკა გამომცემლობის გვერდზე ატვირთულ ვიდეოს კომენტარში.





გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 912 | დაამატა: nikucha | ტეგები: ლუკა ღურწკაია, ჰარი პოტერი, სიურპრიზი, სკოლა, განათლება, საჩუქარი, ბავშვები, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, საქართველო, წიგნები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...