გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » აპრილი » 29 » 2017 წლისთვის თბილისში Moxy-ის სასტუმრო გაიხსნება
6:28 AM
2017 წლისთვის თბილისში Moxy-ის სასტუმრო გაიხსნება






Marriott International-მა აღმოსავლეთ ევროპაში Moxy-ს სასტუმროების კომპლექსის გახსნა დააანონსა, პროექტის პარტნიორია GMT Group. სასტუმროებიდან ერთ-ერთი თბილისში 2017 წლისთვის გაიხსნება.

130 ოთახიანი სასტუმრო თბილისის ცენტრში, ზაარბრუკენის მოედანზე განთავსდება. Marriot International-ის და GMT Group-ის ფარგლებში ეს უკვე მესამე სასტუმრო იქნება თბილისში.

აღმოსავლეთ ევროპაში 2020 წლისთვის Moxy-ის 150 სასტუმროს გახსნას გეგმავენ.

თბილისში განთავსებული სასტუმროს პროექტი 25 მილიონი აშშ დოლარი ჯდება. სასტუმრო მტკვართან ახლოს აშენდება, მიმდებარე ტერიტორიაზე კი მრავლადაა კაფეები და რესტორნები, რომლებსაც ტურისტები და ბიზნეს წარმომადგენლები ხშირად სტუმრობენ.

Moxy-ის სასტუმროების დებიუტი 2014 წელს იტალიის ქალაქ მილანში შედგა. სასტუმროს წარმატებამ პროექტის ავტორების მიერ წარმოდგენილი გაფართოების იდეა განაპირობა.

სასტუმრო გათვლილია საზრიანი მოგზაურების ბიუჯეტზე. ის არ იქნება ძალიან მაღალფასიანი. Moxy-ის სასტუმრო წარმოდგენილი იქნება, როგორც ერთ-ერთი ეკონომიური სასტუმრო კომფორტული, გონივრული დიზაინით და თანამედროვე სტილით, სადაც სტუმრები შეძლებენ დასვენებას, მუშაობას, გართობას და ახალი მეგობრების შეძენას. რეზონანსული იქნება მაღალსივრციანი ვესტიბულიც, სადაც სტუმრები უფასო Wi-Fi-ით ისარგებლებენ.

Moxy დაბალი ბიუჯეტით და მდიდრული სერვისით ტურისტების გაოცებას გეგმავს.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 947 | დაამატა: nikucha | ტეგები: Moxy hotels, GMT Group, საზოგადოება, მსოფლიო, სტილი, Moxy-ს სასტუმროების კომპლექსი, ბიზნესი, Marriott International, ახალი სასტუმროები ევ, საქართველო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...