6:31 AM
ID ბარათები ორი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
www.auf.ge -
სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 20 აპრილიდან 20 ივნისის ჩათვლით ახალი ტიპის პირადობის მოწმობა უფასოდ გაიცემა მათთვის, ვინც არის 16 წლის ან მეტის და არასოდეს აუღია ეს დოკუმენტი. აქციის ფარგლებში მოქალაქე გათავისუფლდება პირადობის მოწმობის, ფოტოსურათის გადაღებისა და ბანკის მოსაკრებლის საფასურისგან.

ID ბარათი საქართველოს მილიონნახევარ მოქალაქეს აქვს აღებული, რაც ხელს უწყობს მონაცემთა ბაზის დახვეწასა და საარჩევნო სიების სრულყოფას.

პირადობის მოწმობის ასაღებად მოქალაქეებმა იუსტიციის სახლების ფილიალებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ.


ნანახია: 988 | დაამატა: nikucha | ტეგები: საზოგადოება, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, iusticiis saministro, saqartvelo, iusticiis saxli, იუსტიციის სახლი, ID ბარათები, საქართველო, iusticiis sakhli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]