"ხანდახან ახალგაზრდებში ფარული თავმომწონეობა შეინიშნება, რომ მათ შეუძლიათ ზედიზედ რამდენიმე ღამის გათენება და არ სჭირდებათ დიდი ხნის ძილი. მათ უნდა ისწავლონ პრიორიტეტების სწორად გადანაწილება და ყოველდღიური რეჯიმის განსაზღვრა ისე, რომ ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნან" - ამბობს პროგრამის კოორდინატორი.
"ძილის კვირის" ფარგლებში სპეციალური საძილე ოთახი მოეწყო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. სტუდენტებისთვის გაიმართა დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს არასაკმარისი ძილი ორგანიზმზე. მოეწყო უფასო იოგისაა და რელაქსაციის სეანსები, რომლებიც ახალგაზრდებს ამ პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება.
მსგავსი ღონისძიებები ჩატარდა ალიასკის უნივერსიტეტშიც, სადაც სტუდენტების წარუდგინეს კვლევა, თუ როგორ ვნებს კომპიუტერის სინათლე ღამის საათებში მათი მშვიდი ძილის რუტინას.
ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში გამოქვეყნდა ბანერები, რომლებიც მოუწოდებენ სტუდენტებს ღამის საათებში რაც შეიძლება მეტი იძინონ. პრეზენტაციებზე ახალგაზრდები ეცნობიან კვლევას, როგორ შეიძლება უფრო მეტად პროდუქტიულები იყვნენ კარგად გამოძინებული საათების შემდეგ.
"ძალიან კარგია თუ თქვენ მაღალი მოსწრებისთვის იბრძვით, გსურთ ყველა სასარგებლო აქტივობასა და სტაჟირებაში მიიღოთ მონაწილეობა, არ დაკარგოთ უაზროდ დრო, თუმცა როდესაც ეს თქვენი ძილისა და მენტალური ჯანმრთელობის ხარჯზე ხდება, ეს პრობლემაა. თუ ამას ვერ ხედავთ დღეს, აუცილებლად მიხვდებით რამდენიმე წლის შემდეგ" - ნათქვამია გამაფრთხილებელ პოსტერებში.
"მე ვფიქრობ სტუდენტები ვერ აცნობიერებენ რას ნიშნავს იყო გამოძინებული. ბიოლოგიური საათის რეჟიმის დარღვევის შემდეგ მათ უჭირთ კონცენტრირება კონკრეტულ საგნებზე, აქვთ ფსიქიკური პრობლემები, რაც შემდგომ უფრო სერიოზულ დაავადებებშიც შეიძლება გადაიზარდოს" - ამბობს ალაბამას უნივერსიტეტის ჯანმრთელობათა მეცნიერებების პროფესორი.
ამერიკული მედიცინის აკადემიის უკანასკნელი კვლევით, სტუდენტთა 90% არ იღებს საკმარის ძილს თითეული ღამის განმავლობაში, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს მათ აკადემიურ შეფასებებზე.
უნივერსიტეტები იმედოვნებენ, რომ მსგავსი ღონისძიებებითა და კამპანიებით ახალგაზრდები ძილის ჯანსაღ რუტინას აღიდგენენ.