7:23 AM 7 წლის ბიჭუნამ მეგობრის დასახმარებლად ვიდეო ჩანაწერი გაავრცელა | ||||||||||||
რამდენიმე კვირის წინ, როდესაც რაიანი სკოლაში მოწყენილი მივიდა, კოლინმა გაიგო რომ მისმა საუკეთესო მეგობარმა ყველაფერი დაკარგა: საწოლი, ტანსაცმელი, წიგნები, სათამაშოები.. სახლში დაბრუნებულმა კოლინმა დედას სთხოვა, შეიძლებოდა თუ არა, რომ ვიდეო მიმართვა ჩაეწერა, სადაც ადამიანებს სთხოვდა რაიანის დასახმარებლად ფული შეეგროვებინათ და შემდეგ დედას ეს ვიდეო Facebook-ზე გამოექვეყნებინა. "ადრე როდესაც კოლინს სურათებს ვუღებდი, მთხოვდა არ გამომექვეყნებინა Facebook-ზე, ის ხვდებოდა რომ სოციალური ქსელი ინფორმაციის გავრცელების წყაროა. ამიტომ, როდესაც ის სახლში სევდიანი მოვიდა, მეგობარზე მომიყვა და თავისი იდეა გამაცნო, არ გავოცებულვარ." - ყვება ბიჭუნას დედა. კოლინის ვიდეოს გავრცელების შემდეგ ოჯახის დახმარების მსურველი უამრავი ადამიანი გამოჩნდა. რაიანის ოჯახის ანგარიშზე უკვე 11 ათას დოლარზე მეტია შეგროვებული. ვიდეო გამოქვეყნების შემდეგ წმინდა ლუისის ტელევიზიამაც აჩვენა და 7 წლის ბიჭების საოცარი მეგობრობის ისტორია გაავრცელა. ამის შემდეგ, რაიანის ოჯახს უკვე ეხმარებიან ახალი ნივთებით, პატარა ბიჭუნას კი სათამაშოებს უგზავნიან, რომლებსაც რაიანი ყველაზე ერთგულ მეგობარს უზიარებს. მიმაგრება: სურათი 1
|
|