გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » აპრილი » 29 » ვაშინგტონის რესტორანში 10 ათასი ცალი აჭარული ხაჭაპური გაიყიდა
7:27 AM
ვაშინგტონის რესტორანში 10 ათასი ცალი აჭარული ხაჭაპური გაიყიდა






გასულ კვირას, ვაშინგტონში არსებულ Compasse Rose-ში აჭარული ხაჭაპურის მაშტაბური რაოდენობა გაიყიდა. რესტორანი ერთი წელია რაც გაიხსნა და ქართული ნაციონალური კერძის გაყიდვების რაოდენობამ უკვე ათი ათასს გადააჭარბა. რესტორნისთვის ეს რიცხვი ნამდვილად რევოლუციურია, როგორც Compasse Rose-ს მეპატრონე აცხადებს, ქართული კერძი ყველაზე პოპულარულია სხვებთან შედარებით.

რესტორანი ცნობილია დელიკატესებით. Compase Rose სტუმრებს სთავაზობს კუბურ, იაპონურ, მექსიქურ და ლიბანურ ნაციონალურ კერძებს. ოფიციალური ტვიტერის გვერდზე რესტორნის ადმინისტრაციამ მხიარული პოსტი გამოაქვეყნა:

"ხვალ აღვნიშნავთ რესტორნის ერთი წლის იუბილეს, ვინც შეიძენს მეათიათასე ხაჭაპურს, მიიღებს უფასო ვახშამს, უფასო ღვინოს და $100-ის სასაჩუქრე ბარათს" - ნათქვამია რესტორნის ოფიციალური Twiter-ის გვერდზე

რესტორნის მფლობელი როუზი პრევაიტი აპირებს სიმბოლურად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს მენიუში ქართული ნაციონალური კერძი ხინკალიც შეიტანოს.

"ინტუიცია მკარნახობს, რომ ხინკალი ჩვენი კლიენტების ახალი საყვარელი კერძი გახდება." - უთხრა მის პრევაიტმა ჟურნალისტებს.

ქართული კერძებისთვის ეს წელი ნამდვილად პოპულარული იყო, მათ შესახებ დასავლეთის მედიაში უამრავი სტატია დაიწერა. წერდნენ ისეთი გამოცემები, როგორიცაა Washington Post, New York Times და Huffington Post.

რამდენიმე დღის წინ, ხინკლის მოყვარული გურმანებისთვის Facebook-მა თავის აქტივობების ჩამონათვალში "რას მიირთმევ ახლა" ქართული კერძის აიქონი დაამატა.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 1059 | დაამატა: nikucha | ტეგები: აჭარული ხაჭაპური, საზოგადოება, პოპულარული ქართული ნაციონალურ, მსოფლიო, ვაშინგტონი, სტილი, acharuli xachapuri, ბიზნესი, საქართველო, acharuli khachapuri | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...