გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » აპრილი » 29 » ქართული ღვინის მხარდასაჭერად ხელოვანები საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას აწყობენ
7:29 AM
ქართული ღვინის მხარდასაჭერად ხელოვანები საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას აწყობენ






საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებით ქართველი მხატვრები ქართული ღვინის მხარდასაჭერ გამოფენა-გაყიდვას აწყობენ.

გამოფენაში სახელწოდებით "ქართული ღვინო და აღდგომა" სხვადასხვა თაობის მხატვრები, კერამიკოსები, მოქანდაკეები და გრაფიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. ნამუშევრების გაყიდვიდან შემოსული თანხა გადაერიცხება საქველმოქმედო ორგანიზაციას "ბავშვი და გარემო", რომელიც მიუსაფარი ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნავს.

ღვინის თემას მიძღვნილი გამოფენა დაკავშირებულია ღვინის წარმოების 8 ათას წლიან ისტორიასთან და ემსახურება ქართული მეღვინეობის პოპულარიზაციას.

ნამუშევრების გამოფენას, 22 აპრილს 18:00 საათზე, თბილისის საკრებულოს შენობა უმასპინძლებს.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 869 | დაამატა: nikucha | ტეგები: საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, საქველმოქმედო აქცია, საზოგადოება, qartuli gvino, ბავშვები, არტი, საქართველო, ქართული ღვინო, qartuli ghvino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...