7:31 AM
მსოფლიო თანამეგობრობა ნეპალის დასახმარებლად ერთიანდება
www.auf.ge -
ნეპალი ცდილობს გაუმკლავდეს შაბათის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებს. საერთაშორისო თანამეგობრობა კი დახმარებისთვის ერთიანდება.

როგორც ჟურნალისტები იუწყებიან, ინდოეთმა ყველაზე სწრაფად შეძლო მეზობელი ქვეყნის დასახმარებლად მობილიზება და დიდი წვლილი შეიტანა გადარჩენილებისა თუ დაზარალებულების დახმარებაში. გაღატაკებული ნეპალი, ათწლეულების განმავლობაში ინდოეთისგან არაერთ ჰუმანიტარულ დახმარებას იღებდა. გამონაკლისი არც სტიქიური უბედურება აღმოჩნდა. ინდური მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა მიწისძვრიდან რამდენიმე საათში პირველი სამხედრო თვითმფრინავი და სამაშველო სამსახურის 300 თანამშრომელი გააგზავნა სტიქიის ზონაში. მოგვიანებით კი მოსახლეობის დასახმარებლად ინდოეთიდან ცამეტი სამხედრო თვითმფრინავი, სამი სამოქალაქო თვითმფირნავი, ექვსი ვერტმფრენი და ათას ოთხასი მოქალაქე ჩავიდა მოსახლეობის დასახმარებლად. უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანებისთვის, რომლებსაც ამჟამად კარვებში უწევთ ცხოვრება ინდოეთიდან 10 ტონა საბნები, 50 ტონა წყალი და 25 ტონა საკვები გაიგზავნა. დახმარების სახით ექიმთა გუნდი და 2 ტონა მედიკამენტები მიეწოდა ნეპალის საავადმყოფოებსაც.

დროებით თავშესაფრად გადააკეთა ნეპალის საკონსულო ჩინეთის მთავრობამაც. 3 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება, 13 ტონა მედიკამენტები და ექსპერტთა, ფარვაცევტთა და ექთნების გუნდი სახელმწიფომ მიწისძვრის ადგილზე რამდენიმე საათში გააგზავნა. ორშაბათს ნეპალში გადაფრინდა 100 კაციანი ჩინეთის სამაშველო სამსახურის გუნდიც.

ოთხი სამხედრო ტიპის თვითმფრინავით მოხდა საავადმყოფოს საწოლების, ინვენტარისა და სამაშველო სამუშაოებისათვის აუცილებელი ინსტრუმენტების გადაგზავნა პაკისტანიდან. პაკისტანელი მაშველებისა და ექსპერტების გუნდი სპეციალური სარადარო მოწყობილობებით ახორციელებენ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნას. საჰაერო გზით ნეპალში რეგურალურად იგზავნება საკვები, მედიკამენტები და სპეციალური კარვებიც.

4 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარება გაიგზავნა ნეპალში ავსტრალიიდან. 260 კაციანი სამაშველო გუნდი და 95 ტონა ჰუმანიტარული დახმარება კი გაიგზავნა ისრაელიდან. გარდა ამისა, ისრაელის მთავრობა რენტგენის, ლაბორატორიულ და სხვა საოპერაციო მასალებს რეგულარულად უგზავნის ნეპალის სხვადასხვა საავადმყოფოებს. უახლოეს დღეებში კი საჰაერო გზით ნეპალელი ორსული ქალების ისრაელში გადაფრენა იგეგმება.

300 ათასი დოლარი და 3 ტონა ჰუმანიტარული დახმარება რამდენიმე საათში მიეწოდა ნეპალს იაპონიიდან. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 მილიონი ფუნტის ღირებულების დახმარება 8 სამაშველო გუნდთან ერთად სტიქიური უბედურების ზონაში შაბათს გააგზავნა. სამაშველო ეკიპაჟები სპეციალურად აღჭურვილი ტექნიკით რეგულარულად იგზავნებიან სტიქიური უბედურების სხვადასხვა ზონაში.

1 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა ნეპალში სამაშველო გუნდმა ამერიკიდანაც. შეერთებული შტატებიდან სამძებრო სამუშაოებისათვის სპეციალიზირებული ეკიპაჟები კი ამ საღამოს ჩაფრინდებიან.


ნანახია: 958 | დაამატა: nikucha | ტეგები: სტიქიური მოვლენები, ნეპალის მიწისძვრა, საზოგადოება, მსოფლიო, janmrteloba, მსოფლიო თანამეგობრობა, ჰუმანიტარული დახმარება, humanitaruli dakhmarebi, ჯანმრთელობა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]