გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » აპრილი » 29 » ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - მიყვარხარ! / nikoloz qartveli (dzamiashvili) - miyvarxar
8:02 AM
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - მიყვარხარ! / nikoloz qartveli (dzamiashvili) - miyvarxar






თუ მოგეწონებათ მოცემული ლექსი და მოგინდებათ გაეცნოთ ჩემს სხვა ლექსებსაც შეგიძლიათ დამიმატოთ მეგობრებში სოც.ქსელში მოცემულ ბმულიდან – ნიკოლოზ ქართველი, ასევე წაიკითხოთ ჩემი ლექსები საიტიდან – Poezia.Auf.Ge - პოეზიის სამყარო


მიყვარხარ!
ეს სიტყვაც არ გათბობს.
დავცურავ წვიმაში რითმებით.
სიტყვები სათქმელსაც ვერ ამბობს,
სათქმელსაც ვერ ამბობს სიტყვები.

როდესაც,
გიცნობ და არც გიცნობ,
მინდა რომ გიცნობდე ახლოდან,
თუ მოხვალ ცხოვრებას აგიწყობ,
აგიწყობ ცხოვრებას თუ მოხვალ

ჩემთან და
ტაძარსაც გავცდებით...
შენ ჩემი სულ ყველა "მინდა" ხარ
მიყვარხარ, ჩაკლული განცდებით
ჩაკლული განცდებით მიყვარხარ.

ვადიდებ
უფალს და გეტყვი რომ
ძნელია ნდობა და გაგება,
დარდებმა არ მინდა გატიროს,
არ მინდა გატიროს დარდებმა.

სიცივე.
სურათი მკრთალია.
ვერ ვხვდები რა ვქნა და განვიცდი.
ამინდიც ჩემსავით მთვრალია.
ჩემსავით მთვრალია ამინდიც.

ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - 12.04.2015

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 922 | დაამატა: nikucha | ტეგები: nikoloz qartvelis leqsebi, nikoloz qartveli, ნიკოლოზ ქართველის ლ, ნიკოლოზ ქართველის პოეზია, leqsebi poezia, nikoloz qartvelis poezia, nikoloz kartveli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...