სულ მალე ნორვეგიაში ცხოველები თავს განსაკუთრებით დაცულად იგრძნობენ. ნორვეგიის მთავრობამ ცხოველთა პოლიციის დანაყოფების ფორმირება გადაწყვიტა. მსგავსი პოლიცია თავდაპირველად სამწლიანი გამოსაცდელი ვადით იარსებებს, თუმცა როგორც ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები იუწყებიან მათი მუდმივად არსებობის აუცილებლობა მალე გამოიკვეთება.
სამსახური საცდელი ვადით მხოლოდ ერთ ქალაქში დაიწყებს ფუნქციონირებას, თუმცა სამი წლის განმავლობაში იგეგმება მათი სხვადასხვა ქალაქებში გამოჩენაც. ცხოველთა პოლიცია სამ პროფესიას გააერთიანებს. ესენია: გამომძიებელი, იურიდიული ექსპერტი და კოორდინატორი. ისინი მუდმივ თანამშრომლობაში იქნებიან ნორვეგიულ სურსათის უვნებლობის ორგანოებთანაც, რათა მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ცხოველთა კეთილდღეობას.
"ცხოველთა უფლებების დაცვა, ჯანსაღი გარემოსა და საზოგადოების ფორმირებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია" - ასე გამოეხმაურა ინიციატივას ნორვეგიის სოფლის მეურნებობის მინისტრი.
ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში, ნორვეგიული კანონის მიხედვით, სასჯელის ხანგრძლიოვობა მაქსიმუმ 3 წელიწადს წარმოადგენს. გასულ წელს ქვეყნაში მსგავს 38 საქმეზე მიდიოდა გამოძიება, რამაც ახალი სამსახურის შექმნის იდეა წარმოშვა.
"ვფიქრობთ, რომ ცხოველების დაცვა, საკუთარი მავნე თვისებებისა და დანაშაულის ჩადენისგან დაიცავს ადამიანებსაც. ასე რომ მზად ვიქნებით ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინფორმაციითა და გამოცდილებით "ახალ პოლიციას" დავეხმაროთ" - გამოეხმაურა საცდელ პროექტს პოლიციის ფედერაციის ხელმძღვანელიც.
აღსანიშნავია, რომ პროექტის დაფინანსება დიდ თანხებთან არ იქნება დაკავშირებული, რადგან მთავრობა სხვადასხვა გრანტების გამოყენებას გეგმავს.