7:24 AM
5 და 8 წლის მზარეული გოგონები YouTube-ს საშუალებით თვეში დაახლოებით 127 ათას დოლარს შოულობენ
www.auf.ge -
YouTube-ს ვარსკვლავები სულ უფრო და უფრო ემსგავსებიან ჰოლივუდის ვარსკვლავებს, ეს მათი ფანების სიმრავლესა და მაღალ შემოსავლებში გამოიხატება.

ახლახან AdAge-მ გამოაქვეყნა YouTube-ზე ყველაზე პოპულარული და მაღალშემოსავლიანი ჩენელების სია, რომლებშიც "კვების და მზარეულობის" კატეგორიაში პატარა გოგონების ჩენელი - CharlisCraftyKitchen ლიდერობს.

5 წლის ეშლის და 8 წლის ჩარლის საშუალო შემოსავალი თვეში 177 ათასი დოლარია. მათი YouTube-ს გვერდი თვეში საშუალოდ 29 მილიონ ნახვას აგროვებს.

ჩარლიმ ვიდეოების გამოქვეყნება 6 წლის ასაკში, 2012 წელს დაიწყო. მოგვიანებით მას 5 წლის და ეშლი შეუერთდა, რომელიც არამხოლოდ მზარეულია, მომზადებული ტკბილეულობის გასინჯვაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

გოგონების მომზადებული ტკბილეულების სია მრავალფეროვანია, ისინი აკეთებენ ნამცხვრებს, მინი-მაუსის ფორმის კამფეტებს და Frozen-ით ინსპირირებულ ქოლგის ნაყინებს.

YouTube-ი თავის მომხმარებლებლებს აფინანსებს, თუკი მათ ყოველთვიურად რამდენიმე ათასი ნახვა აქვთ. ამ შემთხვევაში ვიდეოს არეალში ჩენელის პარტნიორი კომპანიები სხვადასხვა ფილმების ან პროგრამების რეკლამებს ანთავსებენ და მაყურებლებს მათ ნახვას სთავაზობენ. რაც უფრო მეტი ადამიანი დააკლიკებს და გახსნის რეკლამას, მით უფრო მაღალია YouTube-ს ექაუნთის მფლობელის შემოსავალი.


ნანახია: 1059 | დაამატა: nikucha | ტეგები: მსოფლიო, gmirebi, სტილი, ბავშვების ბიზნესი, bavshvebi, ბავშვები, გმირები, ბიზნესი, YouTube-ის საშუალებით ფულის შოვნა, msoflio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]