7:43 AM
გოგონამ უპატრონო ძაღლის გადასარჩენად საინტერესო მეთოდი გამოიყენა
www.auf.ge -
ახალგაზრდა ამანდა გურასიომ დაკარგული ძაღლის შესახებ, რომელიც მისი სახლის მახლობლად ცხოვრობდა რამდენიმე დღის წინ შეიტყო და გადაწყვიტა მას დახმარეოდა. როდესაც მისმა ერთ-ერთმა მეზობელმა სეირნობისას უპატრონო ცხოველი შეამჩნია, ძაღლების განსაკუთრებული სიყვარულით გამორჩეულ ამანდას მის შესახებ მოუთხრო. გოგონას დრო არ დაუკარგავს და მეგობართან ერთად ძაღლის მოძებნა გადაწყვიტა.

მისი პოვნის შემდეგ მეგობრები ახალ პრობლემას წააწყდნენ. როგორც მიხვდნენ დიდხანს უცხო გარემოში მოხვედრილი ძაღლი უცნობ ადამიანებს არ ეკარებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თვალსაჩინო იყო ცხოველს რამდენიმე დღეზე მეტ ხანს არ ეჭამა საჭმელი, არც გოგონების მიტანილ საკვებს მიუახლოვდა.

"როდესაც "ამერიკის დაკარგულ ან ნაპოვნ ცხოველების" ფეისბუქის გვერდზე ჩვენი ისტორია დავპოსტე, მათ მირჩიეს ძაღლი არ შემეშინებინა. ისე მოვქცეულიყავი თითქოს მე კი არ ვეხმარებოდი მას, არამედ მე მჭირდებოდა მისი დახმარება. გადავწყვიტეთ ასე გვეცადა. საოცარი ისაა, რომ ამ მეთოდმა გაამართლა." - ამბობს ამანდა.

გოგონამ რამდენიმე საათი ტყეში, მიწაზე დაწოლილმა გაატარა, რათა ძაღლისთვის "დაეჯერებინა", რომ უგონოდ იყო და მისი დახმარება სჭირდებოდა.

"ერთი საათის განმავლობაში ის არ მომკარებია. ამის მერე დაიწყო მოახლოება. თავიდან შორიახლოს დადიოდა, ბოლოს კი როგორც იქნა გაბედა და საკმარისად ახლოს მოვიდა. ამის მერე კიდევ რამდენიმე საათი დამჭირდა იმისთვის, რომ ის მანქანაში ჩამესვა. ისეთი შეშინებული იყო მისი ხელში აყვანა მომიწია" - იხსენებს ამანდა.

ძაღლს მეგობრებმა მეტსახელად "დათვი" შეარქვეს და საკუთარ სახლში გულმოდგინედ უვლიან.


ნანახია: 1047 | დაამატა: nikucha | ტეგები: საზოგადოება, მსოფლიო, gmirebi, dakarguli ckhovelebi, უპატრო, upatrono dzaghlebi, უცნობი ადამიანების უანგარობა, დაკარგული ცხოველები, გმირები, cxovelebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]