8:11 AM
მომავალი სასწავლო წლიდან 2-3 კლასის მოსწავლეებს ახალ საგნები დაემატებათ
www.auf.ge -
სექტემბრიდან 2-3 კლასის მოსწავლეებისთვის ახალი, მხიარული გაკვეთილები ჩატარდება. მომდევნო სასწავლო წლიდან სკოლების მოსწავლეები, მათი დამრიგებლები და მშობლები სპეციალურად მათთვის მომზადებულ საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალებსა და წიგნებს მიიღებენ.

პირველი საგანი იქნება „მხიარული გაკვეთილები კვებაზე“. პედაგოგის მეთოდური სახელმძღვანელო და მშობლის წიგნი „საუბრები ჯანსაღ კვებაზე“ მოსწავლეებს უსასყიდლოდ გადაეცემათ. სწავლებისთვის სპეციალურად გადამზადდნენ დამრიგებლები. რომლებიც კლასის საათის ფარგლებში ჯანმრთელი კვებისა და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე სასწავლო-შემეცნებითი ხასიათის გაკვეთილებს ჩაატარებენ.

ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში შემოდის საზოგადოებრივი მეცნიერებების ახალი საგანი „მე და საზოგადოება“. საგნის სწავლების ფარგლებში დიდი ადგილი დაეთმობა ჯანსაღი ცხოვრების წესზე ინფორმირებულობის გაზრდას და მოსწავლეების აღჭურვას შესაბამისი უნარ-ჩვევებით.

გაეროს მოსახლეობის ფონდთან თანამშრომლობით დაწყებულია მუშაობა ჯანსაღი ცხოვრების წესის გამჭოლ სტანდარტზეც, რომელიც I-XII კლასებს მოიცავს.

წყარო: edu.aris.ge


ნანახია: 1072 | დაამატა: nikucha | ტეგები: stsavla, примеры решения задач по физике из , განათლების მეთოდოლოგია, სწავლა, განათლება, scavla, ბავშვები, swavla, საქართველო, ganatleba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]