გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » აპრილი » 30 » ჩინელმა მილიონერმა მშობლიური სოფლის მაცხოვრებლები მდიდრული სახლებით დაასაჩუქრა
8:28 AM
ჩინელმა მილიონერმა მშობლიური სოფლის მაცხოვრებლები მდიდრული სახლებით დაასაჩუქრა






ჩინელმა ბიზნესმენმა, მილიონერმა საიონ შიუიამ 54 წლის ასაკში გადაწყვიტა მადლობა გადაეხადა მშობლიური სოფლის იმ მაცხოვრებლებისთვის, რომლებიც მასზე ბავშვობაში განსაკუთრებით ზრუნავდნენ.

ბიზნესმენმა სამხრეთ ჩინეთის ერთ-ერთი სოფელი მთიანად გარდაქმნა. ბულდოზერებმა აიღეს მოძველებული საცხოვრებელი ფაცხები, რომელთა ნაცვლადაც ბიზნესმენის ინიციატივით მდიდრული და კეთილმოწყობილი სახლები აშენდა. 18 ოჯახი კი, რომლებიც თავის დროზე განსაკუთრებული სიკეთით ექცეოდნენ მას შთამბეჭდავი ვილებით დასაჩუქრდნენ.

მისი ინიციატივით, ყოველდღე სოფლის ყველა მაცხოვრებელს სპეციალურად გახსნილ სასადილოში უფასოდ სადილობა შეუძლიათ.

"მე გამოვიმუშავე იმაზე მეტი ფული, ვიდრე ვფიქრობდი. მე და ჩემი ოჯახისთვის მნიშვნელოვანია არ დავივიწყოთ ჩვენი წარმომავლობა და დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებიც თავის დროზე გვეხმარებოდნენ ჩვენ" - განაცხადა ინტერვიუში ბიზნესმენმა.

შიუაის მშობლიურ სოფელში 4 მილიონი ევროს ღირებულების სამშენებლო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა.

ამ თემაზე სხვა სურათები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე


მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 910 | დაამატა: nikucha | ტეგები: საზოგადოება, მსოფლიო, chineti, biznesi, ბიზნესმენის ინიციატივა, ბიზნესი, chinelebi, ჩინეთი, მადლიერება, madliereba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...