ახალი კვლევის მიხედვით, მეცნიერებმა კიბოს უჯრედების თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენა შეძლეს
პანკრეასის ადენოკარცინომა ანუ ეპითელიალური ავთვისებიანი სიმსივნე, კიბოს ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა. ის შეიძლება ყველა ჯირკვლოვან ორგანოში განვითარდეს და ფერმენტების სეკრეციის ორგანოები დააზიანოს.
ახალი კვლევის თანახმად, რომელიც სენფორდისა და ბურნჰემის უნივერსიტეტების ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ შესაძლებელია დაავადებული უჯრედებისთვის თავდაპირველი, ჯანმრთელი მდგომარეობის დაბრუნება. აღმოჩენამ შესაძლოა ახალ თერაპიულ მკურნალობას ჩაუყაროს საფუძველი - ნათქვამია ლაბორატორიული კვლევის შესახებ სტატიაში, რომელიც სამედიცინო ჟურნალში გასულ კვირას დაიბეჭდა.
"როგორც იქნა ჩვენ ვნახეთ, რომ ერთი სახის გენის გამოყოფას შეუძლია პანკრეასის სიმსივნის რისკების შემცირება და დაავადებული უჯრედის აღდგენა. პანკრეასის უჯრედები შეიცავენ გენეტიკურ მეხსიერებას, რომლის გამოყენებითაც მიმდინარეობს პროცესი" - განმარტავს კვლევაში მონაწილე მეცნიერი პამელა იტკინი.
გუნდმა კვლევა ლაბორატორიაში, პანკრეასის უჯრედებზე დაკვირვებით დაიწყო. მიზანს უჯრედების მიერ პროტეინ E47 გამოყოფა წარმოადგენდა. ეს კონკრეტული პროტეინი აყალიბებს DNA-ის სპეციფიურ თანმიმდევრობას, რომელიც გენის ზრდასა და დიფერენციაციას უზრუნველყოფს. შედეგად სიმსივნური უჯრედების განვითარება ფერხდება და ხდება მათი პირვანდელი გენეტიკური კოდის, ანუ ჯანმრთელი მდგომარეობის აღდგენა. გადაპროგრამებული უჯრედების თაგვებზე ცდამ თვალსაჩინო გახადა დაავადების შეფერხების დიდი მაჩვენებელი.
პანკრეასის სიმსივნე ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დაავადებად ითვლება, რადგან თვალსაჩინო სიმპტომების გამოვლენა დაავადების უკანასკნელ სტადიაზე იწყება. ხშირად, როდესაც სიმპტომები თავს იჩენს, დაავადება თითქმის ყველა ჯირკვლოვან უჯრედზეა მოდებული. ამის გათვალისწინებით, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ აღმოჩენა განსაკუთრებით ეფექტური იქნება. კიბოს უჯრედები აღარ გავრცელდება სწრაფად და შესაძლებელი იქნება ფატალური შედეგისგან თავის არიდება.
"ფაქტი, რომ შესაძლებელი იქნება დაავადებული უჯრედების "გამოჯანმრთელება" სიმსივნის მკურნალობის ახალ თერაპიას უდებს სათავეს. უჯრედთა დიფერენციაციის პრეცენდენტი სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ უკვე ეფექტურადაა გამოყენებული, რაც ახალი პროცედურის ეფექტურობაში კიდევ ერთხელ გვარწმუნებს. შემდეგ ეტაპს ლაბორატორიული კვლევის პაციენტებზე ცდა წარმოადგენს. ჩვენ დავაკვირდებით რამდენად ეფექტურად შეძლებს მათთვის კონკრეტული პროტეინები სიმსივნური უჯრედების ჯანმრთელ ორგანიზმებად ფორმირებას." - აღნიშნავს მეცნიერი.