გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » მაისი » 26 » robert de niro სტუდენტების წინაშე გულწრფელი სიტყვით წარსდგა
12:23 PM
robert de niro სტუდენტების წინაშე გულწრფელი სიტყვით წარსდგა






"თქვენ ეს შეძელით" - მიმართა რობერტ დე ნირომ ნიუ იორკის უნივერსტეტის ხელოვნების კურსდამთავრებულებს, "თუმცა დღეიდან დიდ შარში ხართ."

პარასკევს გამართულ გამოსაშვებ საღამოზე დე ნირო მომავალ მსახიობებს, მოცეკვავეებს და სხვა ხელოვნების კურსდამთავრებულებს შეხვდა.

"დაამთავრებ საბუღალტრო კურსებს? სამსახური გარანტირებული გაქვს" - განაგრძო ლეგენდარულმა სმახიობმა. "თუმცა რას ტოვებს შენში ბუღალტრის პროფესია? სად წაგიყვანს? ეკონომიკის სტუდენტებმა ხომ ეს აირჩიეს. შეიძლება ისინი თავს კარგად გრძნობემ გამოთვლების და ციფრების სამყაროში, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამ პროფესიის არჩევისას მათ უფრო მეტად მიზეზები, ლოგიკა და შინაგანი ინტუიცია გამოიყენეს - რომ ამ პროფესიით აუცილებლად შეძლებდნენ სტაბილური სამსახურის შოვნას, კარიერის მოწყობას და წარმატების მიღწევას.

ხელოვნების სკოლაში აბარებ ლოგიკური მიზეზების და ინტუიციის გათვალისწინებით? მეხუმრებით? თუმცა თქვენც ხომ გქონდათ არჩევანი, ისევე როგორც ეკონომიკის სტუდენტს, რომელიც თქვენგან განსხვავებით სტაბილურ სამსახურს ძალიან მალე იშოვის?

მე ვფიქრობ, თქვენ საკუთარ თავში ნიჭი აღმოაჩინეთ, განავითარეთ თქვენი ამბიცია და აღიარეთ თქვენი ძლიერი სიყვარული ხელოვნებისადმი."

მსახიობის თქმით, პრაქტიკული აზროვნების მიმართ ანტიპათია არის ის, რაც ხელოვნების სფეროს წარმომადგენელს წარმატებას მოუტანს.

"როდესაც საქმე ხელოვნებას ეხება, თქვენი ვნება ყოველთვის ინტუიციაზე ძლიერი უნდა იყოს, აქ თქვენ უბრალოდ ოცნებებს მიყვებით და თქვენს ბედისწერას იპყრობთ. თუ შენ ხარ მომღერალი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი, მუსიკოსი, რეჟისორი, მწერალი, ფოტოგრაფი, მსახიობი ან მხატვარი - ნამდვილ შარში გაქვს თავი გაყოფილი. თუმცა კარგი ამბავი ისაა, რომ დასაწყისისთვის ეს ცუდი ადგილი ნამდვილად არაა."

დე ნირომ, რომელმაც ოსკარი ორჯერ მოიგო, სტუდენტები გააფრთხილა, რომ ელოდონ უარყოფას და უამრავი "არას" მოსმენას, თუმცა ეს არასდროს მიიღონ პერსონალურად, შემდეგ მან ახალგაზრდებს ხუმრობით გაანდო, როგორ ოცნებობდა "Selma"-ში მარტინ ლუთერ კინგ უმცროსის როლის შესრულებას, თუმცა მისი კანის ფერის გამო ეს შეუძლებელი იყო.

მსახიობის გამოსვლამ მომავალი ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებში ხანგრძლივი აპლოდისმენტები დაიმსახურა.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 890 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ხელოვნების კურსამთავრებულები, მსოფლიო, ნიუ-იორკი, კინო და ტელევიზია, მიმართვა სტუდენტებს, განათლება, რჩევა სტუდენტებს, არტი, მუსიკა, რობერტ დე ნირო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...