12:30 PM ქართველი ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი საერთაშორისო ტურნირის მასტერსის გამარჯვებული გახდა | ||||||||||||
საქართველოს ნაკრებმა მაროკოში 8 ძიუდოისტით იასპარეზა, გამარჯვებულმა ბექა ღვინიაშვილმა კი ფინალამდე სამი შეხვედრის მოგება მოახერხა. ის მეორე ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც ამ ტურნირის მოგება შეძლო. 2013 წელს მასტერზე გამარჯვება მოიპოვა ადამ ოქრუაშვილმაც. სულ რაბატის მასტერზე მსოფლიოს 50 ქვეყნის 225 ძიუდოისტი მონაწილეობდა, მისი საპრიზო ფონდი კი ორასი ათას დოლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ძიუდოისტებს მასტერსის ტურნირზე წარმატების შემთხვევაში ყველაზე მაღალი სარეიტინგო ქულები ერიცხებათ. მიმაგრება: სურათი 1
|
|