ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - მორიგი ცხოვრებისეული ლექსი / nikoloz qartveli (dzamiashvili) - morigi ckhovrebiseuli leqs
თუ მოგეწონებათ მოცემული ლექსი და მოგინდებათ გაეცნოთ ჩემს სხვა ლექსებსაც შეგიძლიათ დამიმატოთ მეგობრებში სოც.ქსელში მოცემულ ბმულიდან – ნიკოლოზ ქართველი, ასევე წაიკითხოთ ჩემი ლექსები საიტიდან – Poezia.Auf.Ge - პოეზიის სამყარო
ყოველი დაცემის შემდეგ ადგები,
სიკვდილის გარდა.
ყოველი ტკივილის შემდეგ რაღაცა
გაგიხარდება.
და ცა თუ იტირებს, ანუ წვიმები
თუ იცის მარტმა,
მაშინ შენ იცოდე, რომ შენს ღიმილსაც
დაგიხატავენ
და შემდეგ ფარულად შემოგტენიან
სიცოცხლეშივე.
დამჩემდა სიმართლე, უიმედობა
ვარ მარტოსული.
დღე–დღეზე უაზროდ მიდის და ვხვდები
ვიყო ლეში მე
ჯობია ვიდრე აქ, ამ ბილწ თაობას
მერქვას მოსული.