7:41 PM
ადამიანი, რომელმაც საკუთარი სათამაშოების კოლექცია უცნობი პატარას გამო გაყიდა
www.auf.ge -
4 წლის ლოგან რონინგერს ზურგის კუნთების ატროფია აქვს, რის გამოც გადაადგილების უნარი შეზღუდული აქვს. პატარას ზრდასთან ერთად, განსაკუთრებული მოვლა და განსაკუთრებული ტექნიკა სჭირდება. მშობლები რამდენიმე თვეა გეგმავენ მისთვის ელექტროსავარძლის შეძენას, რომელიც ლოგანს არა მხოლოდ გადაადგილებას გაუადვილებს, არამედ სასარგებლო იქნება მისი ზურგის კუნთებისთვისაც.

ლოგანის ამბავი გულთან განსაკუთრებით ახლოს მიიტანა მისმა სამეზობლომ და გადაწყვიტა ადგილობრივ სკოლებისა და ბაღებისთვის ფულის შესაგროვებლად დახმარება ეთხოვა. საბედნიეროდ 17 ათასი დოლარის შეგროვება საკმაოდ მალე მოხერხდა, თუმცა ყველას განსაკუთრებით ერთი მოხალისე დაამახსოვრდა.

ნათ ელისი ადგილობრივი სკოლის მასწავლებელია, რომელიც 25 წელია სხვადასხვა რესტორნებიდან თუ სწრაფი კვების ობიექტებიდან წამოღებულ სათამაშოებს აგროვებს. წლების განმავლობაში მისი კოლექცია უამრავ მულტფილმის თუ კინოფილმის, ან უბრალოდ საინტერესო პერსონაჟის სათამაშოთი მდიდრდებოდა, რაც მასწავლებლის კოლექციას უნიკალურსაც კი ხდიდა. ელისი კოლექციის გაყიდვას პენსიაზე გასვლის შემდეგ აპირებდა, თუმცა როგორც კი ლოგან რონინგერის შესახებ გაიგო, საკუთარი განზრახვა მაშინვე შეცვალა. საკუთარი სათამაშოების სრული კოლექცია მან 11 ათას დოლარად გაყიდა და პატარას დახმარების საქმეში დიდი წვლილი შეიტანა.

"ცხოვრების მნიშვნელობაც იმაშია, რომ მივხვდეთ, როგორ ვჭირდებით ერთმანეთს. მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი არ შეიძლება. მე მასწავლებელი ვარ და მოსწავლეებთან რაიმეს თქმის უფლებაც კი არ მექნება, თუ ეს მაგალითი პირველ რიგში საკუთარ ცხოვრებაში არ დავნერგე" - ამბობს სატელევიზიო ინტერვიუში ნათ ელისი.


ნანახია: 1082 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: საზოგადოება, შშმ პირები, მსოფლიო, უცნობი ადამიანების უანგარობა, გმირები, ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვ, გულისხმიერი მასწავლებელი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]